იურგენ კლოპი: ვერ იყო მთლად სანახაობრივი მატჩი

AutoSharing Option
"პორტუს" ბარიერის უპრობლემოდ გადალახვის და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ "ლივერპულის" მენეჯერი იურგენ კლოპი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

"ვერ იყო მთლად სანახაობრივი მატჩი, თუმცა ჩვენ თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. გოლის გატანის რამოდენიმე შესაძლებლობა გვქონდა და კარი მშრალად შევინახეთ.

პლეი-ოფებში იშვიათადაა თვალსასეირო თამაშები. კარგად ვიასპარეზეთ. რა თქმა უნდა, დღესაც გვინდოდა მოგვეგო. ბიჭები საქმეს მთელი სერიოზულობით მიუდგნენ.

ჰენდერსონმა ბოლოსკენ ფეხი იტკინა, მაგრამ სერიოზული არაფერი არ უნდა სჭირდეს. ყველა ფეხბურთელები წესრიგში არიან. პრობლემა არა გვაქვს.

1/4 ფინალში ინგლისის გუნდთან შესაძლო შეხვედრა? ჩემთვის სულ ერთია".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული