სესკ ფაბრეგასი: ეს ჩემთვის ნაცნობი გრძნობაა

AutoSharing Option
ოთხშაბათს, 14 მარტს, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლებს.

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჟურნალისტებს "არისტოკრატთა" ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ესაუბრა, რომელიც ადრე ესპანურ გუნდში ირიცხებოდა.

"ძალიან კარგია, რომ მეგობრების წინააღმდეგ მომიწევს თამაში, ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა. პირველად არ ხდება, როდესაც ჩემს ყოფილ გუნდს ვეთამაშები. ასე რომ, ეს ჩემთვის ნაცნობი გრძნობაა.

ძალიან რთული მატჩი გველოდება და "ნოუ კამპზე" 90 წუთი კარგად ასპარეზობა გაგვიჭირდება, თუმცა ამისთვის მზად ვართ.

როგორ გუნდურად, ისე ტაქტიკურად, ერთიანნი უნდა ვიყოთ და შედეგს მხოლოდ
ასეთ შემთხვევაში მივიღებთ", - აღნიშნა ფაბრეგასმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული