ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მეოთხედფინალურ მატჩში "რომამ" საკუთარ მოედანზე 3:0 დაამარცხა "ბარსელონა" და ნახევარფინალში გავიდა.
ამ შეხვედრის წინ რომაული გუნდის მწვრთნელმა დი ფრანჩესკომ განაცხადა, რომ "ჩელსის" 3:0 მოუგეს და ეს ანგარიში აწყობდათ. მე-6 წუთზე კი ანგარიში იმ ჯეკომ გახსნა, რომელმაც "კამპ ნოუზე" 1:4 წაგება მსაჯებს დააბრალა. მან დე როსის გადაცემა მიიღო, ცენტრალურ მცველებს გაექცა და ბურთს ადგილი ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა.
მასპინძლებს ამის შემდეგაც არ შეუწყვეტიათ იერიშები და 28-ე წუთზე შიკმა ახლო მანძლიდან თავურით ააცილა ბურთი კარს. ჯალოროსი შეტევაში აქცენტს მაღალ გადაცემებზე აკეთებდა, სადაც აშკარად სჯაბნიდნენ მოწინააღმდეგის მცველებს. 36-ე წუთზე ჯეკოს ტერ შტეგენმა არ დაანება მეორე გოლის გატანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა თითქოს თავი დააღწიეს მეტოქის პრესინგს და ბურთზე კონტროლი დაამყარეს. თუმცა, კონტრეშეტევაზე პიკემ ჯეკო მოცელა და თერთმეტმეტრიანი დე როსიმ გამოიყენა - 2:0. 82-ე წუთზე კი მანოლასმა მესამედ დაამწუხრა "ბარსა" და "რომა" 34 წლის შემდეგ პირველად გავიდა ამ ტურნირის ნახევარფინალში, ასულგრანა კი ზედიზედ მესამედ გამოეთიშა გათამაშებას მეოთხედფინალიდან.
რომი. "ოლიმპიკო". 56 580 მაყურებელი
რომა - ბარსელონა 3:0
გოლები: 1:0 ჯეკო (6), 2:0 დე როსი (58, პენ), 3:0 მანოლასი (82)
რომა: ალისონი, მანოლასი, ფასიო, ჟუან ჟეზუში, ფლორენცი, ნაინგოლანი (ელ შაარავი 74), სტროოტმანი, დე როსი, კოლაროვი, შიკი (უნდერი 73), ჯეკო
ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედო (დემბელე 85), პიკე, უმტიტი, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი (ალკასერი 85), რაკიტიჩი, ინიესტა (ანდრე გომეში 81), მესი, სუარესი
მატჩის შემდგომი კომენტარები:
▶ ეუსებიო დი ფრანჩესკო: ჩვენი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ...
▶ ერნესტო ვალვერდე: ეს ფეხბურთია და ხანდახან უნდა იტანჯო
00:37 11-04-2018
ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი: სუპერსენსაცია - "რომამ" "ბარსელონა" გამოაგდო! [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
თურმე პსჟ-რომ მოუგეს მაგრები იყვნენ და მაგიტომ მოუგეს და რომამ რომ მოუგო გაყიდული იყო კარგით რა უბრალოთ თქვით რომ აჯობა რომამ და მიულოცეთ რატომ იბოღმებით
10
0
ბარსელონა იდგა ისინი არ თუ ვერ თამაშობდენ,შეიძლება გიპნოზი ქონდათ გაკეთებული,მოკლედ ეს არ იყო მაღალი კლასის გუნდი,ეს იყო საშუალო დონის გუნდი,რომელმაც ასევე საშუალო დონის კლუბთან წააგო,ამ მატჩში მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა ნაკლებად ჩანდა,ან საერთოდ თუ ჩანდა,არ მინდა ვიფიქრო,რომ ეს შეხვედრა მავანთა გეგმის მიხედვით ჩატარდა,თუ ასეა ფეხბურთი მართლა მომკვდარა.
4
2
ბარსელონა იდგა ისინი არ თუ ვერ თამაშობდენ,შეიძლება გიპნოზი ქონდათ გაკეთებული,მოკლედ ეს არ იყო მაღალი კლასის გუნდი,ეს იყო საშუალო დონის გუნდი,რომელმაც ასევე საშუალო დონის კლუბთან წააგო,ამ მატჩში მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა ნაკლებად ჩანდა,ან საერთოდ თუ ჩანდა,არ მინდა ვიფიქრო,რომ ეს შეხვედრა მავანთა გეგმის მიხედვით ჩატარდა,თუ ასეა ფეხბურთი მართლა მომკვდარა.
0
0
მე ვფიქრობ ასე ვთქვათ "ვალი" დააბრუნებინეს ბარსას... იგივე სცენარით. არც იმ 6-1 ის მჯეროდა და არც ამ 3-0 ის რატომღაც... სამწუხაროა მაგრამ ფრხბურთიც და ცხოვრებაც მხოლოდ ფულით იმართება ამ საუკუნეში...
3
1
ეს არ იყო 1:0 რომელსაც სუპერ ბრძოლით შეიძლება მიაღწიო ძლიერ მეტოქესთან. ეს არც ის იყო რომ რომამ პირველი წააგო სენსაციურად და მეორე თამაშში ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ეს იყო ბარსა, რომელიც არ აგებს და ანადგურებს ყველაფერს და უცბად დადგა საშუალოზე დაბალი დონის ევროპალიგის გუნდივით, გაუშვა ერთი, ორი, არ შეუტია, არც დაცვა ჩაკეტა, არც ტაქტიკა შეცვალა და . . . მშვიდად წააგო! ვისაც გჯერათ გაგატარებთ, მაგრამ ეს რომა არ არის ის ვინც 3 ბურთს შემოაბრუნებს და ეს ბარსა არ არის ის ვინც 3:0-ს აგებს როცა ორით ნულიც აწყობს და 3 ბურთით წაგება 4:1 დან ყველა ანგარიშით. პ.ს. რეალის ფანი ვარ და ბარსას წარმატებები აღმაფრთოვანებს, მაგრამ ეს სრული მარაზმია.
11
6
რომაზე კარგის მეტი არაფრის თქმა არ შეიძლება.. გუნდმა 90 შუთი იბრძოლა და არ გაჩერებულა.. აი ბარსა და მესი კი რბილად რო ვთქვათ სასაცილოა თუ დანაშაული არა.. თევზს რო წყლიდან ამოაგდებ მომაკვდავი ფართხალობს მაინც მესიმ კი კაკ მინიმუმ წინა დღის მკვდარის შთაბეჭდილება დატოვა თუ შეგნებულად არ იმკვდარუნებდა თავს.. ასე რო სიმართლეს ვერასდროს გავიგებთ გვრჩება მხოლოდ მარჩიელობა ამ თემაზე
8
4
აი რა სხვაობაა მესისა და რონალდუს შორის. როგორ შეიძლება ვერაფერი ღირებული ვერ გააკეთო შენი გუნდისთვის როცა მესი გქვია? დღევანდელი თამაშის მერე კიდევ უფრო მეტად გამოჩნდება ამ ორ ფეხბურთელს შორის სხვაობა. არ შეიძლება ასეთი თავდაჯერებული გამოხვიდე მოედანზე და ეს თავდაჯერებულობა არ შეცვალო მინიმუმ პირველი გაშვებული გოლის შემდეგ. ამას ბარსა არ ერქვა. ჩემი აზრით მესიმ მზე ნელ-ნელა ჩადის. ეს დაემართება ყველა დიდ ფეხბურთელს რომელიც ასე ითამაშებს ასეთ მნიშვნელოვან თამაშს.
3
4
საერთოდ, როცა თამაშები იყიდება, იქიდან ორმა სამმა კაცმა იცის გაყიდული რომ არის თამაში, ერთ-ერთი აქედან პიკე იყო! ამხელა დონის მცველს არ ესწავლება რომ სუფთად უნდა ეთამაშოს მოწინააღმდეგეს რომ პენალტი არ აიკიდოს, პიკემ რა გააკეთა, რომ მოკიდა ხელი აღარ გაუშვია სანამ არ აფორთხიალა! ტოტალიზატორებმა მაგარი გააფუჭეს ფეხბურთი, უკვე მერამდენედ შეაყარეს ნაცარი ხალხს თვალებში, დასანანია, ფეხბურთის ესე გაფუჭება!მითუმეტეს ბარსას ატანა არა მაქვს, მაინც დასანანია!!!!მე ბარსა კი არა ფეხბურთი მეცოდება!!!!
12
11
მაგრად აწვალებ!
3
2
აქ სტატია დაიწერა, რად უნდა მესის სირბილი, სიარულით იგებს თამაშებსო. ამ თამაშმა საწინააღმდეგო რეალობა გვაჩვენა. მოიგო იმან, ვინც ყველაფერი გაიღო ამისთვის. ბრავო რომა! ვულოცავ გამარჯვებას! ალალად ეკუთვნოდა. სულ ცოტა 2 ბურთს მაინც გაიტანდა, იმდენი მომენტი შექმნა
8
2
< წინა12შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული