mundodeportivo: ჩაკირმა ისევ "რეალის" სასარგებლოდ იმსაჯა

AutoSharing Option
ესპანურმა "მუნდო დეპორტივომ" "რეალსა" და "ბაიერნს" შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში თურქი ჯიუნეით ჩაკირის მსაჯობა მიკერძოებულად მიიჩნია. გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან:

"ბაიერნი ჩაკირის მსაჯობისგან აშკარად დაზარალდა, რომელმაც "რეალის" სასარგებლოდ ისევე იმსაჯა, როგორც შარშან ვიქტორ კაშაიმ.

"ბაიერნი" "ბერნაბეუზე" სამარცხვინო მსაჯობის მსხვერპლი შეიქნა. ჩაკირი ბლანკოსს მიუდგა. ეს ამ ტურნირის სამარცხვინო ფურცელია.

მან მარსელოს ხელით თამაში და სერხიო რამოსის ლევანდოვსკიზე უხეშობა არ დააფიქსირა. ის ისევე მოექცა ბავარიულ გუნდს, როგორც ვიქტორ კაშაი 2017 წლის 18 აპრილს.

თურქი არბიტრი "სამეფო გუნდს" კიევის ფინალში გასვლაში დაეხმარა. ის
ერთხელ უკვე დაეხმარა "სამეფო გუნდს" 2012/2013 წლების სეზონში, როდესაც ნანი უსამართლოდ გააძევა".
მკითხველის კომენტარები / 10 /
იუვენტუსის შემდეგ მიხვდნენ რო 2-1 გასვლაზე მოგება არაფერს ნიშნავდა და დააზღვიეს მსაჯების რეალი დანიშნეს ჩაკირი. რომელმაც იდეალურად გაართვა თავინდავალებას ტურინის იუვენტუსთან
ლაშა
02 მაისი 2018 21:25
1
ბარსისტებო ბოღმა შეინახეთ,კიდევ გელოდებათ 26 მაისს დიდი დასაბოღმი.
ჰალა მადრიდ
02 მაისი 2018 16:39
5
მსაჯრიდის რეალი
giorgi
02 მაისი 2018 14:17
2
ზედიზედ მესამედ კი არა... ასმესამედ მოიგებს. თუ ფეხბურთი მარტო მოგება და წაგებაა. ნეიტრალურ ფეხბურთის მოყვარულს თამაშის ყურება უნდა და არა რეალისათვის მირთმეული მოგებები...რეალმა თამაში ბაზრად აქცია. ყიდულობს ყიდის... ვისაც მოგწონთ, უყურეთ!...
zura
02 მაისი 2018 14:15
3
2 პენალი არ დაუნიშნეს, შარშან თამაშგარეები გაიხსენე და მერე მიხვდები როგორ ჩაგრავენ ))
გიო
02 მაისი 2018 11:28
1
კაით რა ხალხო უკვე ცირკს ემსგავსება რა.გუნდი იგებს მესამე წელია ჩემპიონთალიგის ფინალშია და ბაიერნს კი ბოლო 3 წელია თვის მოედანზე ამარცხებს.. გუნდმა პსჟ გაგდო თან როგრი 400 მილიონი მარტო ორ ფეხბურთელში ქონდათ გადახდილი ისეთი გუნდი მერე ივენტუსი მიაყოლა ეხლა ბაიერნი და ამის მერე ამბობენ რომ ეს მსაჯების დამსახურება.. ბარსამ კი რომასთან წაგო ისიც მსაჯება გაუჩალიცეს რომას. თან როგრ წაგო 3-0 .. უბრალოდ სირცხვილია მე არ ვარ რეალის გულშემატკივარი მაგრამ გუნდი იმხასურებს შექებას ეს რეალობაა მოგწონს თუ არა ასეა. მე კი ფოთის კოლხეთს და საქართვერლოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ
QARTVELI
02 მაისი 2018 09:41
41
გააგრძელე ფოთის კოლხეთის "ბალენშიკობა" ჩემპიონთა ლიგა შენი დონე არ არის((
-----
02 მაისი 2018 13:54
0
წადი კერლინგს უყურე :) :D
ნოდო
02 მაისი 2018 12:24
0
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული