თუმცა, მათი უმრავლესობა ვერ დაესწრება შეხვედრას, რადგან მსურველი ბევრია, სტადიონი "ოლიმპიისკი" კი 70 050 მაყურებელს იტევს. ბილეთის ფასი 70-450 ევროა და ყველა უკვე კარგა ხანია გაყიდულია.
კიდევ ერთი პრობლემა სტუმრების საცხოვრებლით უზრუნველყოფაა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ სტუმრებს თავის აგარაკზე დაასახლებს, რომელიც ლამის აშშ-ის პრეზიდენტის რეზიდენციის "თეთრი სახლის" ანალოგიურია.
"სასტუმროებში ყველა ნომრები დაჯავშნულია. ზოგიერთ სტუმარს მე ვუმასპინძლებ. დიდია აჟიოტაჟი, დიდია პოპულარობა.
უკრაინას შეუძლია ზეიმის ორგანიზება, მეგობრების,
სასტუმროებსა და ჰოსტელებში საცხოვრებელის ღირებულებამ მკვეთრად მოიმატა და სტუმრებს ინტერნეტით ბინებს მოსახლეობა სთავაზობს.
უკრაინის ხელისუფლებამ ის რუსი ჟურნალიტები წინასწარ გააფრთხილა, რომლებიც მათი ნებართვის გარეშე იმყოფებოდნენ ოკუპირებული ყირიმის, დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიაზე, რომ ტყუილად ნუ გაირჯებიან და ფინალზე დასასწრებად კიევს ნუ ეწვევიან, რადგან მათ კანონი დაარღვიეს და ქალაქში არ შეუშვებენ. ცნობისათვის, უეფა ამის წინააღმდეგი არ წავიდა.