უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალების მსაჯები დანიშნა

AutoSharing Option
უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის არბიტრი მილორად მაზიჩი იქნება.

45 წლის სერბი საერთაშორისო მსაჯი 2009 წლიდანაა. მიმდინარე სეზონში მან ჩემპიონთა ლიგაზე ოთხჯერ, ხოლო ევროპის ლიგაზე ორჯერ იმსაჯა.

გასულ წელს ის კონფედერაციის თასის ფინალსაც უძღვებოდა. მაზიჩი სჯიდა შეხვედრებს 2014 წლის მსოფლიო და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე. ის ერთ-ერთი არბიტრი წლევანდელ მუნდიალზეც იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგის ფინალური მატჩის მსაჯი ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული