იმედი მაქვს, მთელი შენი ოჯახი მალე დაიხოცება - ლორის კარიუსს სოციალურ ქსელში ემუქრებიან

AutoSharing Option
ესპანური "მარკა" ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ლივერპულის" მეკარე ლორის კარიუსი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, სოციალურ ქსელში მუქარის წერილებს იღებს.

"მე შენს მეგობარ გოგონას მოვკლავ! - მალე მოვალ, რათა შენი გოგო მოვკლა".

"შენი შვილები იმსახურებენ, კიბოთი დაიღუპნენ".

"იმედი მაქვს, მთელი შენი ოჯახი მალე დაიხოცება", - წერენ კარიუსს სოციალურ ქსელში.

"მარკა" ასევე იუწყება, რომ პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

▶ ლორის კარიუსი: მეკარის ცხოვრება ასეთია და ყველას პატიებას გთხოვთ
▶ "ლივერპული" მეკარის პრობლემის გადაჭრას ცდილობს და დონარუმას ტრანსფერზე
მუშაობს

მკითხველის კომენტარები / 9 /
კახი კალაძემ ორი გოლი შეაგდო საკუთარ კარში და მაინც თბილისის მერად ავირჩიეთ,არატოლერანტობას და სიძულვილის ენას კი მაინც ჩვენ გვაბრალებენ
სოსო
10:54 29-05-2018
9
კარიუსი ემუქრება და წყევლის რამოსს. თუ არ იცით რისთვის, დაგუგლეთ რუსულად ან ინგლისურად და ნახეთ ვიდეო რა გაუკეთა რამოსმა ზუსტად ორი წუთით ადრე პირველ გოლამდე. მერე შეიძლება აღარც გაამტყუნოთ. ტელერეპორტაჟში არ მოხვდა იმიტომ რომ არასათამასო ეპიზოდი იყო. სპორტულმა არხებმაც აჩვენეს.
komble
12:04 29-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული