იურგენ კლოპი კარიუსის შეცდომებზე ფინალში: მასზე რამოსის დარტყმამ იმოქმედა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა  იურგენ კლოპმა გუნდის მეკარის, ლორის კარიუსის მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპული" ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

51 წლის სპეციალისტის აზრით, მეკარეზე თავში დარტყმამ იმოქმედა, რომელიც "სამეფო კლუბის" მცველმა სერხიო რამოსმა მიაყენა.

"ამას თავის გასამართლებლად არ ვამბობთ, არამედ გვინდა, ავხსნათ. ჩემი აზრით, ეს 100-პროცენტიანი ახსნაა. კარიუსზე იმ დარტყმამ იმოქმედა - 100 პროცენტით.

ლორისს რომ ჰკითხოთ, ის გეტყვით, რომ ამაზე არ უფიქრია და ერთი წამითაც არ უფიქრია, როგორც თავის მართლებაზე. ამიტომ,
ვფიქრობ, ყველაფერი რიგზეა. ამაზე მეტს არ ვფიქრობთ და ყველაფერს თავიდან ვიწყებთ.

ყველა სურათი ვნახე, სხვადასხვა რაკურსით. ვნახე და გავიფიქრე: ბიჭს ცუდი არაფერი გაუკეთებია ამ დიდ შეცდომებამდე. რატომ არავინ ფიქრობს, რომ ეს თავში დარტყმის გამო მოხდა? ამიტომ გადავწყვიტე, შემემოწმებინა.

ვფიქრობდი, რომ უკვე გვიანი იქნებოდა შემოწმება, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ტვინის შერყევის სიმპტომები ერთ დღეში არ გადის. თუ ადამიანს ტვინის შერყევა აქვს, ეს რამდენიმე დღის შემდეგაც ჩანს. ფინალიდან 5 დღეში ლორის ჯერ კიდევ ტვინის შერყევა ჰქონდა. სიტუაცია ნათელია", - თქვა კლოპმა.


მომზადებულია BBC Sport-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული