The Times: უეფა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვიდეოგამეორების სისტემას გამოიყენებს

AutoSharing Option
უეფა ვიდეოგამეორების სისტემის მუშაობით კმაყოფილი დარჩა.

The Times-ის ინფორმაციით, ორგანიზაცია მას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, მეოთხედფინალებიდან დაიწყებს. უეფა-ში ფიქრობენ, რომ ეს მსაჯების შეცდომებს მინიმუმამდე დაიყვანს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სექტემბერში ევროპის ასცოციაციის კლუბების შეხვედრაზე განიხილავენ.

გარდა ამისა, უეფა აპირებს VAR ევრო-2020-ზეც გამოიყენოს, თუმცა ეს საკითხი ჯერ განხილვის სტადიაშია.

იმ შემთხვევაში, თუ უეფა ვიდეოგამეორების სისტემას გამოიყენებს, მაშინ ის მსაჯის დამატებითი ასისტენტების მომსახურებაზე უარს იტყვის, რომლებიც კართან დგანან.

altისკო: აი, ამიტომ არის საჭირო ვიდეოგამეორება

მკითხველის კომენტარები / 1 /
თორე რამეს აკეთებდა ის დამატებითი მსაჯი
0

სიახლეები პოპულარული