მასიმილიანო ალეგრი: რონალდო ფიქრობდა, რომ საუკეთესო ის უნდა გამხდარიყო

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის კითხვა კრიშტიანო რონალდოს შესახებ დაუსვეს.

როგორც იცით, გუშინ საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ლუკა მოდრიჩს მიენიჭა და ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პორტუგალიელი ძალიან უკმაყოფილო და გაბრაზებული იყო.

ჟურნალისტებმა ალეგრის კითხვა სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით დაუსვეს.

"რონალდო გუშინ მონაკოში თავისი პერსონალური გადაწყვეტილებით არ იმყოფებოდა.

ის ძალიან მოტივირებულია. გასულ წელს კრიშტიანო ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და დიახ, ის ფიქრობდა, რომ საუკეთესოს წოდებას კვლავ იმსახურებდა", - აღნიშნა ალეგრიმ.

altრონალდოს აგენტი: მოდრიჩისთვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის გადაცემა სამარცხვინოა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული