სერხიო რამოსი და გარეთ ბეილი ტრავმირებულები არიან და ცსკა-სთან არ ითამაშებენ

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოსთან" (0:0) ფრედ დასრულებულ მატჩში ტრავმები მიიღეს "სამეფო კლუბის" ლიდერებმა სერხიო რამოსმა და გარეთ ბეილმა.

ამის გამო ისინი ცსკა-სთან გასამართი მატჩის ოცკაციან სიაში ვერ მოხვდნენ.

მათი დაზიანებები სახიფათო არ არის და სავარაუდოდ, მხოლოდ მოსკოვში გასამართი მატჩის გამოტოვება მოუწევთ.

ნახსენები ფეხბურთელების გარდა, მადრიდულ კლუბს ტრავმირებული ჰყავს ისკო და მარსელოც.

მადრიდის "რეალის" და ცსკა-ს დაპირისპირება 2 ოქტომბერს გაიმართება.

altისკოს თიაქარის ოპერაციის გაკეთება მოუწევს და ერთი თვე გაუცდება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული