"ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო შეშფოთებულია.
27 ნოემბერს დონეცკის "შახტარმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრაში სტუმრად "ჰოფენჰაიმი" ანგარიშით 3:2 დაამარცხა, ხოლო "ლიონმა" შინ "მანჩესტერ სიტისთან" ფრედ, 2:2 ითამაშა.
ბოლო ტურში დონეცკელებმა "ლიონს" უნდა უმასპინძლონ, მაგრამ "ლიონის" პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა უკრაინის სიტუაციით შეშფოთებულია.
"ლონდონის "არსენალის" მატჩი უკრაინაში ერთი ქალაქიდან მეორეში გადაიტანეს. ჯერ კიდევ არ ვიცით, წავალთ თუ უკრაინაში, ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით. იქ თვითმფრინავის პოვნა რთულია. დაე, უეფამ მიიღოს გადაწყვეტილება", - ციტირებს ოლას Actu Foot-ი.
14:50 28-11-2018
"ლიონის" პრეზიდენტი: არ ვიცი, წავალთ თუ არა უკრაინაში
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული