ეს როგორ შეიძლება? - "შახტარი" "ლიონთან" შესაძლოა საფრანგეთში ათამაშონ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "შახტარი" "ლიონს" მასპინძლობს და გამარჯვების შემთხვევაში პლეი-ოფში გადის.

უკრაინაში ვითარების გამწვავება სურს სათავისოდ გამოიყენოს "ლიონს" და ხარკოვში თამაშზე უარი განაცხადა.

"კიკერი" იტყობინება, რომ არაა გამორიცხული, შეხვედრა საფრანგეთში გაიმართოს.

ანუ, ასეთ შემთხვევაში "ლიონი" "შახტართან" ორივე მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს და დონეცკურ გუნდს ნეიტრალურ მოედანზე თამაშსაც კი არ სთავაზობენ.

უკრაინის მხარე ამის კატეგორიული წინააღმდეგია და მატჩის გამართვას იმ ქალაქში სთავაზობს, სადაც გამოცხადებული სამხედრო მდგომარეობა არ მოქმედებს - კიევში ან ლვოვში.

შეხვედრა 12 დეკემბერს უნდა ჩატარდეს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
გეპატიჟებით დინამო არენაზე სავსე სტადიონი და შახტარის ქომაქობა გარანტირებულია
grego
21:20 29-11-2018
1
მეც მაგის თქმა მინდა თუ ლიონი არ დათანხმდა უკრაინაში თამაშს შახტარი არ ინანებს საქართველოში მასპინძლობას ... მხურვალედ დაუჭერდით მხარს ... ხოჭოლავა ჩააწვეთე ბოსებს ... ))
bejo
23:24 29-11-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული