ალისონის დაუჯერებელი "სეივი", რომელმაც "ლივერპული" პლეი-ოფში გაიყვანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლივერპულის" მეკარემ, ალისონ ბეკერმა "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩის კომპენსირებულ დროში დაუჯერებელი "სეივი" განახორციელა.

უკვე დამატებულ წუთებში, როცა მერსისაიდელები 1:0-ს იგებდნენ, სტუმრების ფორვარდმა არკადიუს მილიკმა რთული მდგომარეობიდან შეძლო დარტყმა, მაგრამ ალისონმა კარი მშრალად შეინახა და გუნდისთვის საჭირო ანგარიში შეინახა.

"ლივერპულმა" მინიმალური სხვაობა შეინარჩუნა, რომელმაც მას პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლის საშუალება მისცა, ხოლო "ნაპოლი" ასპარეზობას ევროპის ლიგის პლეი-ოფში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" ალისონ ბეკერი 2018 წლის ზაფხულში "რომასგან" 62.5 მლნ ევროდ შეიძინა.

altჩემპიონთა ლიგა. ბოლო ტური:

"ლივერპულმა" "ნაპოლის" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

altკლოპი: უეფაში ეგონათ, ტურნირს "ლივერპულის" გარეშე გააგრძელებდნენ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული