ჩემპიონთა ლიგის მატჩები სამშაბათიდან და ოთხშაბათიდან შესაძლოა უქმეებზე გადავიდეს. ამის მაგივრად სამშაბათს და ოთხშაბათს ეროვნული ნაკრებების მატჩები გაიმართება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება სუპერლიგის შექმნის გამო მიიღეს, სადაც 16 ევროპული ტოპ-კლუბი ითამაშებს.
ეს დახურული ტურნირი იქნება და 11 კლუბი გავარდნისგან დაზღვეული იქნება. ესენი არიან: ლონდონის "არსენალი", "მანჩესტერ სიტი", "ლივერპული", პსჟ, ტურინის "იუვენტუსი", "მილანი" და მიუნხენის "ბაიერნი".
5 კლუბი კი სტუმრის სტატუსით იქნება წარმოდგენილი. ესენია: მადრიდის "ატლეტიკო", დორტმუნდის "ბორუსია", "მარსელი", მილანის "ინტერი"
შეგახსენებთ, რომ ადრე გახდა ცნობილი, რომ ევროპული ტოპ-კლუბები სუპერლიგის შექმნის იდეას განიხილავენ.
ფიფა სუპერლიგის ფეხბურთელებს მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს აუკრძალავს
კლოპი - სუპერლიგაზე: მიმზიდველია, რადგან ნაკლები თამაშებია და მეტი ფულია
სუპერკლუბებმა ჩემპიონთა ლიგას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს - 2021 წლიდან სუპერლიგა გაიმართება