ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "ტოტენჰემმა" "დორტმუნდს" საქმე მოუთავა? [VIDEO]

AutoSharing Option
14 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ მატჩში "ტოტენჰემმა" სახლში 3:0 მოუგო "დორტმუნდს".

ამ შეხვედრისადმი და საერთოდ, ინგლისელებთან დაპირისპირებისადმი (მერვედფინალში ერთმანეთს აგრეთვე ლივერპული-ბაიერნი და შალკე-მანჩესტერ სიტი ხვდებიან) ინტერესი იმდენად დიდია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა:"ძალიან გვწყდება გული, რომ ევროკავშირი უნდა დასტოვოთ, მაგრამ თქვენს ამ ტურნირიდან გამოვარდნას მივესალმებით".

პირველ ტაიმში ჩაკეტილი ფეხბურთი იყო, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ჩინებულ ფორმაში მყოფმა სონმა ვერტონგენის პასით ახლო მანძილიდან დალაშქრა ბიურკის კარი. უნდა აღინიშნოს, რომ სონს გამწარებული ჰყავს "დორტმუნდი" - 11 მატჩში 9 გოლი გაუტანა.
შეგახსენებთ, ის ადრე "ჰამბურგსა" და "ბაიერში" თამაშობდა.

შეხვედრის დასასრულს "დეზებმა" დაწოლა გააძლიერეს, ჯერ ვერტონგენმა გაიტანა გოლი, შემდეგ კი ლორენტემ, რომელიც შეცვლაზე გოლის გატანამდე 1 წუთით ადრე შევიდა.

ამ გუნდბის განმეორებითი შეხვედრა 6 მარტს "სიგნალ იდუნა პარკზე გაიმართება.

"დორტმუნდმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ 3 მატჩში გაუშვა 3-3 გოლი, რაც უკანასკნელად 9 წლის წინ მოხდა.

"ტოტენჰემი" პირველი ინგლისური გუნდია, რომელმაც უკანასკნელი 8 წლის მანძილზე გერმანულ გუნდს პლეი-ოფში მოუგო.

ლონდონი. "უემბლი".71 214 მაყურებელი
ტოტენჰემი - დორტმუნდი 3:0
გოლები: 1:0 სონი (47), 2:0 ვერტონგენი (83), 3:0 ლორენტე (86)

ტოტენჰემი: ლორისი, ორე, ალდერვეირელდი, სანჩესი, ფოიტი, ვერტონგენი, ვინკსი, სისოკო (ვანიამა 90+1), ერიკსენი, ლუკას მოურა (ლორენტე 85), სონი (ლამელა 89)

დორტმუნდი: ბიურკი, ჰაკიმი, ზაგადუ (შმელცერი 77), ტოპრაკი, დიალო, ვიტსელი, დაჰუდი, დელეინი, სანჩო (პულიშიჩი 88), გიოტცე, პულიშიჩი
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბიჭო ლორისმა რა ბურთი აიღო პირველი ტაიმის ბოლოს. ყოჩაღ რა
გოგა
17:31 14-02-2019
0
ცნობილაძე გაიტანეთ რა სტუდიიდან. ტვინს ბურღავს თავის პროფესორობით არადა რასაც იძახის ყველაფერი პირუკუ ხდება.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
15:05 14-02-2019
0

სიახლეები პოპულარული