დიეგო სიმეონე: რატომ მოვიკიდე კვერცხებზე ხელი? - კვერცხები გვაქვს, დიდი კვერცხები!

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" ჩემპიონთა ლიგაზე მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ "ატლეტიკოს" მწვრთნელი დიეგო სიმეონე სიხარულისგან კინაღამ ჭკუიდან გადავიდა და პრესკონფერენციაზეც ძალიან ემოციურად ილაპარაკა.

"რატომ გავაკეთე ეს ჟესტი? იმიტომ, რომ კვერცხები გვაქვს, დიდი კვერცხები. ეს ფეხბურთელობის დროსაც გავაკეთე. ვაღიარებ, არ გამომივიდა ლამაზად. თუ ვინმეს ვაწყენინე, ბოდიშს ვუხდი.

ერთი თვის უქმობის შემდეგ, რომ კოკე და კოსტა მეთამაშებინა, ამისათვის კვერცხებია საჭირო. მე ისინი ვათამაშე.

ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოიგო, მაგრამ ყველაზე მეტად დიდი გუნდის დამარცხება გამახსოვრდება. ეს ყველაზე მაგარია.

ვიდეოგამეორება? იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი სამართლიანად მოხდა, მაგრამ
როდესაც 187 სანტიმეტრი ხარ და ასეთივე წონა გაგაჩნია და მცირე შეხებით ეცემი, ეს მიუღებელია. კიელინიმ მაგრად გააფორმა ჯარიმა და დაეცა.

კოსტა ვათამაშე? ის არ იყო სათამაშოდ 100%-ით მზად. უნდა დააფასოთ მწვრთნელი, რომელიც მას ავარჯიშებს. ჩემზე უკეთ ჩემს ბიჭებს არავინ არ იცნობს".

altმასიმილიანო ალეგრი: არაფერიც არ დასრულებულა - გაიხსენეთ "რეალთან" მატჩი

altრონალდო თავს იმშვიდებს: მე ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოვიგე, "ატლეტიკომ" - ვერც ერთხელ

altდიეგო გოდინი: მსაჯის და ვიდეოგამეორების მიერ შექმნილი სირთულეები გადავლახეთ

altჯორჯო კიელინი: ასეთი წაგების შემდეგ მეოთხედფინალში გასვლა გაგვიჭირდება

მკითხველის კომენტარები / 13 /
მარტო კვერცხები არ შველის საქმეს, მათთან ერთად მიშა მფორთხავიც უნდა იყოს!
Efremi
21 თებერვალი 2019 10:21
3
აი მაგ კვერცხებით დავკიდებთ ტურინში
წიწილებს შემოდგომაზე ითვლიან
21 თებერვალი 2019 09:38
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული