უეფამ დისციპლინარული საქმე აღძრა "ატლეტიკოს" მწვრთნელის დიეგო სიმეონეს მიმართ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8-ფინალური მატჩისას უხამსი ჟესტი გააკეთა და შემდეგ გაჰყვიროდა, რომ დიდი კვერცხები აქვთ. ამის შემდეგ "იუვეს" ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ არავის წყენინება არ უნდოდა.
ამას გარდა, "ატლეტიკოს" გულშემატკივრები მოედანზე სხვადასხვა საგნებს ისროდნენ და უეფა ამასაც განიხილავს.
მეორე ტაიმზე სათამაშოდ გასასვლელად დაგვიანებისთვის სავარაუდოდ დაისჯება "იუვენტუსი".