უეფას სადისციპლინო კომიტეტმა "რეალის" მცველი სერხიო რამოსი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
ასე და ამგვარად, ის "აიაქსთან" განმეორებით შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს და თუ მისი გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა, პირველ 1/4-ფინალსაც გამოტოვებს.
ესპანელმა "აიაქსთან" ამსტერდამულ მატჩში მიიღო ყვითელი ბარათი და უეფას დისციპლინარებმა ჩათვალეს, რომ ეს განზრახ გააკეთა.
ამას გარდა, სერხიო 1 500 ევროთი დააჯარიმეს.