რამოსი ვიპ-ლოჟიდან "რეალის" სირცხვილს უყურებდა, მას კი ფილმში იღებდნენ

AutoSharing Option
"სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალის" სენსაციურ მარცხს სამეფო კლუბის კაპიტანი თვალყურს პირადი ვიპ-ლოჟიდან ადევნებდა, სადაც მის შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება მიმდინარეობდა. დოკუმენტური ფილმის გადაღება რამოსმა იანვრის ბოლოს დააანონსა.

ესპანური Marca-ს ინფორმაციით, ოპერატორები მთელი მატჩის განმავლობაში იღებდნენ რამოსის ქმედებებს როგორც ვიპ-ლოჟაში, ასევე გასახდელში, მატჩის დაწყებამდე. დოკუმენტური ფილმი, რომელსაც კომპანია "ამაზონი" იღებს, ფეხბურთელის ცხოვრებისა და კარიერის შესახებ მოგვითხრობს.

შეგახსენებთ, რომ პირველი 1/8-ფინალური მატჩის დროს, რომელიც "რეალმა" ანგარიშით 2:1 მოიგო, მადრიდელთა კაპიტანმა განზრახ მიიღო ყვითელი ბ
არათი, რათა საპასუხო მატჩი გამოეტოვებინა და მეოთხედფინალური მატჩების გამოტოვების საფრთხე არ დამდგარიყო.

ამის შემდეგ უეფა-მ 32 წლის მცველს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუტანა, მისი გუნდი კი საკუთარ მოედანზე ამსტერდამის "აიაქსთან" დამარცხდა (1:4) და ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირს გამოეთიშა.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. ერიჰა - ორი ელ კლასიკოს წაგების შემდეგ, "რეალი" ჩემპიონთა ლიგიდანაც გამოვარდა! [VIDEO]

alt"ბერნაბეუს" გმირი ტადიჩი "რეალის" განადგურებაზე: ზინედინ ზიდანის ყველა თამაში ვნახე და...

altდანი კარვახალი: ერთ კვირაში ყველაფერი წავაგეთ - რა "მყრალი" სეზონია

მკითხველის კომენტარები / 5 /
ინდაურსაც ეგონა...
ზაზა
06 მარტი 2019 15:08
3
აი რა მოაქვს ზედმეტ თვითდაჯერულობას.
კახა ქირია
06 მარტი 2019 14:26
1
ეგონა ამსტერდამში მოუგეთ და მადრიდში რაღა საჭირო ვარ, ისეც ხომ გავაგდებთო
Geo_Dinamo
06 მარტი 2019 12:41
0
:))))) შენა ხარ პიროვნება და რამოსი არ არის ხო?
ავლიპი
06 მარტი 2019 18:48
11
ამიტომ სპორტსმენი ჯერ პიროვნება უნდა იყოს და მერე კაპიტანი! რაც ამან გააკეთა, სუფთა არასპორტული და გაუაზრებელი საქციელი იყო, რითაც გუნდს უღალატა. შედეგიც სახეზეა. იმედია კინოში არ გამორჩებათ ეს მატჩი და მისი შედეგი.
:)))))
06 მარტი 2019 13:07
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული