ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: რონალდო - "ატლეტიკო" 3:0 - მარტო ამისთვის ღირდა კრიშტიანოს შეძენა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 მარტს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" 3:0 დაამარცხა "ატლეტიკო" და მეოთხედფინალში გავიდა.

მადრიდში 0:2 დამარცხების შემდეგ "იუვე" ლამის გამოუვალ სიტუაციაში იმყოფებოდა, რადგან როხიბლანკო ასეთ უპირატესობას იშვიათად ანიავებს და მაინც ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებდნენ ტურინული გუნდის ფეხბურთელები.

ბიანკონერის მწვრთნელმა ალეგრიმ დისკვალიფიცირებული ალეკს სანდროს ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში სპინაცოლა დააყენა, რომელსაც ამ ტურნირზე აქამდე არ უთამაშია.

მასპინძლები პირველ ტაიმში ბევრს უტევდნენ, სტუმრები თავს ჩვეულად, უნარიანად იცავდნენ, მომენტები ბევრი არ იქმნებოდა და მაინც გახსნა რონალდომ ანგარიში. მან ბერნარდესკის აწეულ ბურთზე ხუანფრანი დაჯაბნა და
ობლაკის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

შესვენების შემდეგ რონალდომ ისე გაიტანა გოლი, ისევ თავურით და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 86-ე წუთზე კი მან ბერნარდესკის მონადირებული თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

პირველი შეხვედრის ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ "ბებერი ქალბატონი" ამ ტურნირზე პირველად გავიდა შემდეგ ეტაპზე.

კრიშტიანომ კარიერაში "ატლეტიკოს" 25 გოლი გაუტანა. ყველაზე მეტი გოლი მას "სევილიას" კარში აქვს გატანილი - 27. მან ჩემპიონთა ლიგაზე მე-8 ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის დაეწია.

ის ამ შეხვედრის წინ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს 3 გოლის გატანას დაპირდა.

კიელინიმ "იუვენტუსში" მე-500 მატჩი ჩაატარა.

"იუვემ" ამ შეხვედრაზე კლუბისთვის სარეკორდო 5.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ტურინი. "ალიანც სტადიუმი". 40 488 მაყურებელი
იუვენტუსი - ატლეტიკო 3:0
გოლები: 1:0 რონალდო (27), 2:0 რონალდო (49), 3:0 რონალდო (86, პენ)

იუვენტუსი: შესნი, კიელინი, ბონუჩი, კანსელუ, ჩანი, სპინაცოლა (დიბალა 67), მატიუიდი, პიანიჩი. ბარნერდესკი, მანჯუკიჩი (კინი 80), რონალდო

ატლეტიკო: ობლაკი, ხიმენესი, ხუანფრანი, არიასი (ვიტოლო 77), გოდინი, კოკე, ერნანდესი, საული, ლემარი (კორეა 57), მორატა, გრიზმანი

altრონალდომ სიმეონეს "დიდი კვერცხების" ჟესტი გაიმეორა და თქვა, რომ ასეთი საოცრებებისათვის მიიწვიეს

altმასიმილიანო ალეგრი: შევეცდებით ფინალში გავიდეთ და ჯიჯი ბუფონი თან წავიყვანოთ

 

altდიეგო სიმეონე: როდესაც მეტოქე ასეთ შეხვედრას ჩაატარებს, ისღა დაგრჩენია, მიულოცო

altანტუან გრიზმანი: რონალდო დიადი ფეხბურთელია - სამი მომენტი ჰქონდა და სამივე გამოიყენა


მკითხველის კომენტარები / 39 /
დიეგო სიმეონეს კვერცხებზე ხელის მოკიდება ძმრად ამოუვიდა! ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო (კვერცხებზე ხელი მერე მოიკიდეო, სიმეონეს შემთხვევაში)! Forza Juve!
ლექსო
13 მარტი 2019 02:24
3
ლექსო შემდეგში კრისტინასაც ესე დაემართება.
vaso
13 მარტი 2019 18:05
1
შარშანდელი მაკრატელას აპლოდისმენტები ასე გადაუხადა რონალდომ იუვეს გულშემატკივარს. კარგი იყო. Forzaa MILANNN. Forza ITALIA....
Hitemup
13 მარტი 2019 02:49
1
ვის აქვს ახლა დიდი კვერცხები არ დაბლოკოდ კაცი მთელი მსოფლიოს დასანახად იჯგიმებოდა,საქმე იმაშია,რომ ღირსეულად უნდა მოიქცე კაცმა და მეტოქეც დააფასო,რონალდო,რომ მაგარია ნუ რა ვქნად,ყოჩაღ იუვე.
გოჩა
13 მარტი 2019 02:16
2
Forza juve! Forza bianconeri! კრიშტო დიდუბული იყო!!! ყოჩააააღ!!!
Biannkoneri
13 მარტი 2019 02:00
1
ვინ არის ფეხბურთის მეფე?????
ვახო
13 მარტი 2019 02:03
4
მეფე მაინც მესია; რონალდო ძალიან მაგარია,ფეხბურთის დედოფალია; ამ საუკუნეში დედოფლებს(და საერთოდ მდედრობითებს და მომდედრობითოებს) უფრო მეტი დაფასება აქვთ.
gio
13 მარტი 2019 03:40
20
ყოჩაღ გიო! მაგარი პასუხია. ერთი რაღაც გააკეთა დედოფალამ და უკვე "მეფეაო", უი როგორ ვიცინე.
vaso
13 მარტი 2019 18:11
1
კიელინი რა მაგარი მცველია, ან ის ზანგი საყრდენზე, რონალდო ხო არის რა, თავს და ფეხს ერთნაირად იქნევს ტიპი
ემირი
13 მარტი 2019 03:02
1
ვერ გავიგე 34 წლისაა თუ 24-ის? აი ეს არის ფეხბურთელი, სულ რომ სწყურია მოგება და არა მოდრიჩი რომელმაც მოტივაცია დაკარგა რაც ოქროს ბურთი მიიღო
ზურა
13 მარტი 2019 02:54
0
მესი თუ რონალდო? ჩემი ხმა მესის. ვინც მეთანხმება ლაიკ :)
ინტერაქტივი
13 მარტი 2019 09:58
58
ორივე ხელით მ ე ს ი.!!!!!
გია1
13 მარტი 2019 17:54
0
კრისტიანომ ჩოლოს რაღაც დაუპატარავა. ატლეტიკოც ფეხბურთს თამაშობდა?
Geo_Dinamo
13 მარტი 2019 02:10
2
დედაააა. აი რა იყოოო?!! :))) დიდხანს გაეტირება რეალი 7-ანს
და ამის დასტური ისაა რომ ნახა ხალხმა ვინც ჰყავთ ახალი შვიდიანი მაგრამ ვერ დაიმახსოვრა ვერავინ წესივრად მისი გვარი. საცოდაობაა ოქროს ბურთი მოდრიჩის ხელში.
:)
13 მარტი 2019 02:49
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული