ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "ბარსელონამ" სტუმრად მოიგო - "მანჩესტერი" უშანსოდაა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში "ბარსელონამ" გასვლაზე 1:0 სძლია "მანჩესტერს".

სტუმრები დებიუტშივე დაწინაურდნენ: მესიმ ბურთი სუარესს დაუგდო, მან დაარტყა და შოუსგან ავტოგოლი გაიტანა. ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა კი დააფიქსირა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გოლი ჩათვალა, რადგან კოუტინიო ბოლოს ბურთს არ შეხებია.

30-ე წუთზე სმოლინგმა მესის იდაყვი სახეში ჩაარტყა, რომელსაც სისხლი წამოუვიდა, თუმცა თამაში გააგრძელა.

მე-40 წუთზე დალოტმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა ბურთი
კარს და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ "ბარსამ" თამაში სასურველ ტემპში წარმართა და გაიმარჯვა.

"ბარსა" "კამპ ნოუზე" განმეორებითი მატჩის წინ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ "მანიუმ" სახლში 0:2-ის წაგების შემდეგ პსჟ გამოაგდო.

"მანჩესტერმა" ამ ტურნირზე მე-8 ავტოგოლი გაიტანა, რაც ანტირეკორდია. ამას გარდა, ბოლო 5 მატჩიდან 4 წააგო და 2005 წლის შემდეგ პირველად, კარში ბურთი არ დაურტყამს.

"ბარსამ" სუარესის გოლის წყალობით კი გაიმარჯვა, მაგრამ გოლი მას არ ჩაეთვალა და ტურნირზე გასვლით მატჩებში მისი უგოლო სერია 1 599 წუთს შეადგენს.

მანჩესტერი. "ოლდ ტრაფორდი". 74 093 მაყურებელი
მანჩესტერი - ბარსელონა 0:1
გოლი: შოუ (12, საკ. კარში)

მანჩესტერი: დე ხეა, სმოლინგი, ლინდელეფი, შოუ, იანგი, პოგბა, ფრედი, მაკტომინი, დალოტი (ლინგარდი 74), რეშფორდი (პერეირა 85), ლუკაკუ (მარსიალი 68)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა, სემედუ, ლანგლე, არტური (სერხი 65), ბუსკეტსი (ალენია 90+3), რაკიტიჩი, კოუტინიო (ვიდალი 65), მესი, სუარესი

altერნესტო ვალვერდე: მეტი მომენტი შევქმენით, ვიწვალეთ და მოვიგეთ

altოლე-გუნარ სოლსკიაერი: ბარსელონაში გოლის გატანის იმედით მივემგზავრებით

altრომელუ ლუკაკუ: ეს პსჟ არაა, "ბარსელონაა", უფრო მაღალი კლასის გუნდი

altჟერარდ პიკე: პსჟ-მა აქ 2:0 მოიგო და სადაა ახლა?

 

altსერხიო ბუსკეტსი: მესის ბევრი სისხლი წამოუვიდა, ჰემატომა აქვს და მაინც ბოლომდე ითამაშა


მკითხველის კომენტარები / 5 /
ერთადერთი ინგლისური გუნდი რომელიც ფეხბურთს თამაშობს ლივერპულია, დანარჩენის თამაშის ყურებას....
Musenbezi
10:14 11-04-2019
3
პსჟ ჯობდა რომ გასულიყო, უფრო საინტერესო იქნებოდა. მანიუ მაგრად დაიჩაგრა.
ჯუანშერი
09:42 11-04-2019
4

სიახლეები პოპულარული