ცეცხლსასროლი იარაღები და ფოიერვერკები - "აიაქსისა" და "იუვენტუსის" მატჩამდე 140-ზე მეტი გულშემატკივარი დააკავეს

AutoSharing Option
10 აპრილს, "აიაქსისა" და "იუვენტუსის" მატჩამდე (1:1) 140-ზე მეტი გულშემატკივარი დააკავეს - ამის შესახებ გამოცემა Goal.com-ი იუწყება.

კლუბების ქომაგებს შორის დაპირისპირება ამსტერდამში შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა. გულშემატკივართა ნაწილი მეტროში დააკავეს, 60-ზე მეტი ადამიანი კი - უშუალოდ სტადიონზე.

"დაკავებულია ორი დიდი ჯგუფი. მათი უმრავლესობა იტალიელი გულშემატკივარია. მათ ცეცხლსასროლი იარაღები და ფოიერვერკები ჰქონდათ, მეორე ნაწილი კი, რომელიც სტადიონზე დავაკავეთ, ვანდალური აქტის ჩადენას აპირებდა", - წერია პოლიციის განცხადებაში.

"ფეხბურთი ლამაზია. საერთოდ, სპორტი ლამაზია, მაგრამ მხოლოდ სუფთა სახითა და ხელებით, ზიანის მიყენების
გარეშე", - ეს იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის სიტყვებია.

მატჩის მიმდინარეობისას ინციდენტებს ადგილი აღარ ჰქონია და ის ფრედ (1:1) დასრულდა.

სტუმართაგან გოლი კრიშტიანო რონალდომ გაიტანა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ალექს ნერეშმა ანგარიში გაათანაბრა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი პატივისცემით, გენაცვალე, იარაღს მრავლობითი ფორმა არა აქვს
გაგი
13:41 11-04-2019
0

სიახლეები პოპულარული