
დღეს, 16 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "იუვენტუსი" "აიაქსს" უმასპინძლებს და როგორც ეტყობა, ვითარება არამარტო მოედანზე იქნება დაძაბული.
ტურინში ამსტარდამული გუნდის საგულშემატკივროდ რამდენიმე ათასი ფანი ჩავიდა და იტალიის პოლიციამ არეულობის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომები მიიღო - 54 ქომაგს იარაღი და პეტარდები აღმოუჩინეს და ქვეყნიდან გააძევეს.
"ჩვენთან არეულობის მოწყობის უფლებას არავის მივცემთ. ჩვენი სტადიონები და ქალაქები დაცულია", - განაცხადა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ.