ტურინში გამართული მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ skysport-თან კომენტარები იტალიური ფეხბურთის ლეგენდებმა გააკეთეს.
ალესანდრო დელ პიერომ და ანდრეა პირლომ საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.
"იუვე" უჩვეულოდ გამოიყურებოდა. "აიაქსმა" მოედანზე საკუთარი მიზნები შეასრულა და "იუვენტუსის" ფეხბურთელები დაღალა. ამის გადატანა "იუვენტუსისთვის" ადვილი არ იქნება" - განაცხადა ალესანდრო დელ პიერომ.
"მანჯუკიჩის არყოფნისას დიბალამ კარგი შანსი მიიღო, თუმცა მას კიდევ აქვს დასამტკიცებელი, რომ ძირითადში ყოფნის ღირსია.
რაც შეეხება დე იონგს, მე მას დიდი ხანია ვადევნებ თვალს, ის შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელია. მე მივმართე "იუვეს" ხელმძღვანელობას მისი
ყიდვის თაობაზე, თუმცა "ბარსელონამ" დაგვასწრო" - ანდრეა პირლო.