ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: "ლივერპულმა" პორტუს" ისევ მოუგო და "ბარსელონას" შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/4-ფინალურ მატჩში "ლივერპულმა" "პორტუს" სძლია - 4:1 და ნახევარფინალში "ბარსელონას" შეხვდება.

მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს, 13-ჯერ დარტყეს კარისკენ (4-ჯერ კარში), მიზანს კი ვერ უწიეს. სამაგიეროდ, სტუმრებმა პირველივე დარტყმით დალაშქრეს იკერ კასილიასის კარი. მოჰამედ სალაჰის პასით გოლი სადიო მანემ გაიტანა. მსაჯმა დანი მიკელიმ, ლაინსმენ მარიო დიქსის გადაწყვეტილებით, თავიდან გოლი არ ჩათვალა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

ორი შეხვედრის ჯამში მერსისაიდული გუნდი 3:0 დაწინაურდა და ამ წყვილში გამარჯვებულიც გაირკვა.

მეორე ტაიმში სალაჰმა, ფირმინომ და ვან
დეიკმა დაამწუხრეს კასილიასი, მილიტაომ კი პრესტიჟის გოლი გაიტანა.

მანემ, სალაჰმა და ფირმინომ ჩემპიონთა ლიგაზე 14-14 გოლი გაიტანეს, იან რაშს დაეწივნენ და "ლივერპულიდან" ჩემპიონთა ლიგაზე მათზე შედეგიანი მხოლოდ სტივენ ჯერარდია - 21 გოლი.

პორტუ. "დრაგაო". 49 117 მაყურებელი
პორტუ - ლივერპული 1:4
გოლები: 0:1 მანე (26), 0:2 სალაჰი (65), 1:2 მილიტაო (69), 1:3 ფირმინო (77), 1:4 ვან დეიკი (84)

პორტუ: კასილიასი, პეპე, ედერი, მილიტაო, ფელიპე, კორონა (ფერნანდო 77), დანილუ პერეირა, მარეგა, ოტავიო (ტიგუინიო 46), ბრაიმი (ბრუნუ კოშტა 81), ერერა

ლივერპული: ალისონი, მატიპი, რობერტსონი (ჰენდერსონი 71), ალეკსანდერ-არნოლდი (გომესი 66), ვან დეიკი, მილნერი, ფაბინიო, ვეინალდუმი, მანე, სალაჰი, ორიგი (ფირმინო 46)

მკითხველის კომენტარები / 2 /
აკაკო, როგორ გინდა არა? ბარსა, რომ არ გავიდეს შემდეგ ეტაპზე, მაგრამ დაგამწუხრებ, ამ სურვილს ბარსა და მესი ვერ შეგისრულებენ. მანდ გამოჩნდება ლივერპულს რა შუძლია, იმიტომ, რომ მანამდე ლივერპულს სუსტი მეტოქეები შეხვდნენ, ეხლა უკვე ბარსას სახით ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა.
koba
13:46 18-04-2019
3
ვულოცავ ლივერპულის გილშემატკივრებს გამოჩნდება ლივერპულთან ამ ბარსელონას რა შეუძლია რეალურად ახლა შეხვდა ბარსას ძლიერი მეტოქე....
აკაკი
06:04 18-04-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული