ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა" და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ "ლივერპული" თითქოს უშანსოდ იყო, მით უმეტეს, ტრავმების გამო წამყვანი თავდამსხმელები - სალაჰი და ფირმინო ვერ დაეხმარებოდნენ. თუმცა, მერსისაიდელები იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ და სასწაულის იმედი ჰქონდათ. მოახდინეს კიდეც.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ორიჯიმ, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩში სალაჰი შეცვალა და გოლიც გაიტანა, ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კი ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს. მომენტებიც შექმნეს - მესისა და
კოუტინიოს დარტყმული ბურთები ალისონმა მოიგერია. მერე ტერ შტეგენმა რობერტსონს არ დაანება გოლის გატანა. ტაიმის დასასრულს მესიმ ალბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გოლკიპერმა დუელი მოუგო და "ლივერპულმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ რობერტსონის ნაცვლად შეცვლაზე ვეინალდუმი შევიდა და სასწაული მოახდინა - 2 გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდებისას კატალონიური გუნდის მცველებს "ჩაეძინათ" და ორიგიმ ბურთს ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "ბლაუგრანამ" თამაშის გადასარჩენად ვერაფერი მოიმოქმედა და ტურნირს გამოეთიშა.

"ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, "ბარსელონამ" კი ზედიზედ მეორედ გაანიავა პლეი-ოფში სამგოლიანი ფორა.

"ლივერპული" მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალს" (16), "მილანს" (11) და "ბაიერნს" (10) აქვთ.

კლოპი მეოთხე წელია "ლივერპულის" მწვრთნელია და მესამედ გაიყვანა ევროტურნირების ფინალში: 2016 წელს ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" 1:3 დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს ასევე 1:3 ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან".

2013 წლის შემდეგ პირველად, ფინალში ესპანეთის ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა. აქამდე ლა ლიგის გუნდებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს ტურნირი.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 საგოლე პასი მიითვალა - ყველაზე მეტი თავისი გუნდიდან.

სალაჰს ტრიბუნაზე მაისური ეცვა წარწერით - "არასოდეს არ დანებდე".

მეკარე ალისონმა მიჯრით მეორე სეზონში არ მისცა "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. შეგახსენებთ, გასულ წელს ის "რომას" ღირსებას იცავდა, რომელმაც "ბარსა" დაამარცხა (1:4, 3:0).

ლივერპული. "ენფილდი". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 ორიგი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიგი (79)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46), ფაბინიო, მილნერი, ჰენდერსონი, მანე, შაქირი (სტარიჯი 90), ორიგი (გომესი 85)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი (არტური 74),  რაკიტიჩი, კოუტინიო (სემედო 60), სუარესი, მესი

altრა ხდებოდა "ლივერპულის" გასახდელში "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

altჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

მკითხველის კომენტარები / 81 /
ყოველთვის მომწონდა ფეხბურთი გენიოსი ვარსკვლავების შესრულებით,დღეს კი გაიმარჯვა გუნდმა აი გუნდი,ფრინავდნენ რა კარგი.ფეხბურთი ითამაშეს ლიდერების გარეშე,ლივერპულის მთავარი ვარსკვლავი კლოპია,პირველ თამაშშიც ჯობდა ლივერპული ნუ კლოპი ვალვერდეს,ორივე დიდი გუნდია დღეს ძლიერი ლივერპული იყო.
გოჩა
08 მაისი 2019 09:33
1
მესის არ აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი, მთელი გუნდი მასზეა აწყობილი და შედეგიც სახეზეა... ლივერპულის ბოლომდე მჯეროდა იმიტომ რომ სხვა ფილოსოფია და სხვა მენტალიტეტია... გუნდი რომელიც თამშობს ყველაზე სანახაობრივ და გამართულ ფეხბურთს... მეამაყება რომ ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ.
musenbezi
08 მაისი 2019 01:37
4
ბევრ ჩემ ახლობელს არ ესმის რატომ ვარ ლივერის ფანი....დღეს იმედია მიხვდნენ:) ტიპებმა იომეს და მოიგეს, ყველა წერს მსოფლიოში რომ სასწაული მოხდა...მე მთლად ასე ვერ ვიტყოდი, სასწაული ბარსელონაში მოხდა, სადაც ლივერმა 3-ო წააგო
zaza 197
08 მაისი 2019 08:47
3
აი მაგიტომ მიყვარს ლივერპული და საერთოდ ფეხბურთი.
ისე ფეხბურთელებში მესი ყველა დროის საუკეთესოა; კლოპი რევოლუციონერია,თანამედროვე ფეხბურთში საუკეთესო.დღეს დიდმა მწვრთნელმა დიდ გუნდსა და ფეხბურთელს აჯობა!!!!!
gio
08 მაისი 2019 01:39
2
კლოპი არის ს
555
08 მაისი 2019 09:16
0
Dinamo tbilisi3.0.liverpuli.amaze magari liverpuli gavanadguret
Treneri
08 მაისი 2019 08:58
1
გადაუარა ლივერპულმა.ბრავო.საოცრება იყო. მესის ოქროს ბურთი ჯიბეში უდევსო რო ამბობდნენ სად ხართ დამენახეთ.2 უძლიერესი ფეხბურთელი აკლდა ლივერპულს და დაახია ბურთი ტავზე.მესი ლიგას იგებდა მაშინ როდესაც გვერდიტ ხავი და ინიესტა ყავდა.4 წელია დიდი ტურნირი არ მოუგია და ვერც მოიგებს. ლევანტე,ეიბარი,უესკა და რაიო ვალეკანოსთან გოლებით 6 კი არა 26 ოქროს ბუცი რომ არ აქვს აღებული ეგ მიკვირს. ეხლა ძაან მაინტერესებს რას დაწერს ავადმყოფი უტკინი
ზაზა
08 მაისი 2019 01:34
9
ზაზა მე მგონი შენ ხარ უკვე მაგარი ავადმყოფი! მესი, რომ ყველაზე მაგარია, არ უნდა ამას მტკიცი-ფიცი.
barsa-mesi
08 მაისი 2019 14:26
1
როგორ ტყუვდებით? აზრზე არ ხართ რაც ხდება
123
08 მაისი 2019 09:18
6
Rac mogiva davitao yvela sheni tavitao...
kote
08 მაისი 2019 01:02
4
რა მაინტერესებს იცი ლინკერის და ფერდინანდის რეაქცია....
აკაკი
08 მაისი 2019 01:34
5
ძალიან მაგარი თამაში და ძალიან მაგარი გულშემატკივრობა. სააღოლ ლივერპულს
roma
08 მაისი 2019 01:29
1
პირველი თამაშის წინ რომ დავწერე ჩემპიონატის მოგებამ მოდუნება იცის და ბარსელონაზე ფსონს ასე იოლად არ დავდებდიო აქ უმრავლეაობამ დამიდისლაიქა ერთმა დამცინა ფეხბურთის გაგებაში არ ხარო დამიწერა:). მაშინ პასუხი არ გამიცია და არც ახლა. უბრალოდ იცოდეთ რომ აზრის გამოხატვა შეურაცხმყოფელ ტონში წერის გარეშეც არის შესაძლებელი. ისე კი ყველას გილოცავთ ვინც ამ შესანიშნავი თამაშის ნახვა შეძელით!
ირაკლი
08 მაისი 2019 09:02
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული