ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა" და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ "ლივერპული" თითქოს უშანსოდ იყო, მით უმეტეს, ტრავმების გამო წამყვანი თავდამსხმელები - სალაჰი და ფირმინო ვერ დაეხმარებოდნენ. თუმცა, მერსისაიდელები იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ და სასწაულის იმედი ჰქონდათ. მოახდინეს კიდეც.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ორიჯიმ, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩში სალაჰი შეცვალა და გოლიც გაიტანა, ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კი ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს. მომენტებიც შექმნეს - მესისა და
კოუტინიოს დარტყმული ბურთები ალისონმა მოიგერია. მერე ტერ შტეგენმა რობერტსონს არ დაანება გოლის გატანა. ტაიმის დასასრულს მესიმ ალბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გოლკიპერმა დუელი მოუგო და "ლივერპულმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ რობერტსონის ნაცვლად შეცვლაზე ვეინალდუმი შევიდა და სასწაული მოახდინა - 2 გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდებისას კატალონიური გუნდის მცველებს "ჩაეძინათ" და ორიგიმ ბურთს ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "ბლაუგრანამ" თამაშის გადასარჩენად ვერაფერი მოიმოქმედა და ტურნირს გამოეთიშა.

"ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, "ბარსელონამ" კი ზედიზედ მეორედ გაანიავა პლეი-ოფში სამგოლიანი ფორა.

"ლივერპული" მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალს" (16), "მილანს" (11) და "ბაიერნს" (10) აქვთ.

კლოპი მეოთხე წელია "ლივერპულის" მწვრთნელია და მესამედ გაიყვანა ევროტურნირების ფინალში: 2016 წელს ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" 1:3 დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს ასევე 1:3 ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან".

2013 წლის შემდეგ პირველად, ფინალში ესპანეთის ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა. აქამდე ლა ლიგის გუნდებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს ტურნირი.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 საგოლე პასი მიითვალა - ყველაზე მეტი თავისი გუნდიდან.

სალაჰს ტრიბუნაზე მაისური ეცვა წარწერით - "არასოდეს არ დანებდე".

მეკარე ალისონმა მიჯრით მეორე სეზონში არ მისცა "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. შეგახსენებთ, გასულ წელს ის "რომას" ღირსებას იცავდა, რომელმაც "ბარსა" დაამარცხა (1:4, 3:0).

ლივერპული. "ენფილდი". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 ორიგი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიგი (79)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46), ფაბინიო, მილნერი, ჰენდერსონი, მანე, შაქირი (სტარიჯი 90), ორიგი (გომესი 85)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი (არტური 74),  რაკიტიჩი, კოუტინიო (სემედო 60), სუარესი, მესი

altრა ხდებოდა "ლივერპულის" გასახდელში "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

altჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

მკითხველის კომენტარები / 81 /
იიიჰ კამპნოუს და ლა ლიგის ლომი სად დაიკარგა?!
NN
08 მაისი 2019 01:52
11
სანამ ბარსელონა წესიერ მწვრთნელს არ მოიყვანს ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს :(( წესიერი შეტევის წამოწყება უჭირს გუნდს რადგან ძირითადად დაცვით თამაშს ანიჭებს ვალვერდე უპირატესობას და კიდევ არ აყენებს ფეხბურთელებს იქ სადაც საჭიროა. ერთხელ არუცდია რომ კოუტინიო ნახევარდაცვაში ათამაშოს სადაც მისიადგილია შემტევებს კიდე სკამზე სვამს :)) დღეს ბევრი კარგი მომენტი ჰქონდათ ბიჭებს რაც სამწუხაროდ ვერ გამოიყენეს მაგრამ ჩემიაზრით კლოპის პროფესიონალიზმთან ვალვერდე ახლოსაც კი არ არის :(( სამწუხაროა რომ წავაგეთ მაგრამ ეხლა აღარაფერი არ ეშველება ვულოცავ ლივერპულის ფანებს დაიმსახურეთ გამარჯვება უდავოდ
T.k
08 მაისი 2019 01:40
5
ლინეკერ და ფერდინანდ, გამოიღეთ:))
gg
08 მაისი 2019 09:32
3
ვავა ბარსა, ვივა ლივერპული
სადიო მანე
08 მაისი 2019 01:29
2
როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ ბარს ლივერპული მაშინ დავწერე რომ გამოჩნდება ბარსელონას რეალური ძალათქო ძლიერი არ შეხვედრიათქო აქამდეთქო(მანჩესტერი და ლიონი). მაშინ ბარსას ფანებმა ბევრი დისლაიქი.... ბევრი დაწერეს... მაგრამ გამოჩნდა ბარსას ნამდვილი ძალა...რაც შეხება რეალზე ლაპარაკს ენა არ მოგიბრუნდეთ ბარსელონას ფანებო ეს სმარცხვინო წაგებაააა ჯობდა ჯქუფიდან არ გასულიყო...პიკეს ნათქვამს გამოვეხმაურები ახლა ვის ქონდა სექსი ენფილდზე...რაც შეეხება სუარეს ნამდვილი ვირთხასავით იქცეოდა პირველ თამაში რადღეში იყო ყვითელი ბარათიც მიიღო ამის გამო გეგონება საუკეთესო წლები ლივერპულში არ გაეტარებინა....მესის კი მსოფლიოს მოგებას ვუსურვებ მოუხედავად იმის რომ საფრანგეთის ნაკრების ფანი ვარ...ხო კიდევ ლინკერის და ფერდინანდის ვიდეო არ დაიდო სად არიან ახლა.... ბევრს რომ ლაპარაკობენ სადაა ახლა ლინკერის და ფერდინანდის კომენტარები....
აკაკი
08 მაისი 2019 10:51
2
ააიაქს წარმატება! კაკი შენ ჩასაფრებულების ბანაკიდან ხარ ხომ? არა უშავს "ხვალ" ლივერპულსაც დაუცდება ეგ ფეხები.
!!!!!
08 მაისი 2019 13:56
4
გაიმარჯვა მონდომებულმა ძლიერმა გუნდმა და არა ერთ ჯუჯა ვარსკვლავზე ჩამოკიდებულმა ჯოგმა (ეს რონალდოს და იუვესაც ეხება). სულ ვამბობ რომ რათქმაუნდა ბარსელონა ძალიან მაგარი გუნდია, მაგრამ ყველაზე დიდი მინუსი რაც აქვთ ისაა, რომ არც თვითონ გუნდი და არც მისი ფანების უმრავლესობა დანარჩენ საფეხბურთო სამყაროს უბრალოდ საერთოდ პატივს არ სცემს, მარტო "იიიი მესი მესი ყველაზე მაგარია" მიდგომა აქვთ. ამჯერად "ლივერპული პატარა გუნდია", "ბარსელონას სუპერმარკეტია" და ა.შ. იყო მთავარი ფრაზები. ეცით პატივი მოწინააღმდეგეს ყოველთვის, სპორტია და შეჯიბრი.
ერნესტო წვალვერდე
08 მაისი 2019 10:50
4
ჯერ ესეთი ჯოგები შენსკენ მოიკითხე და ვისაც ჯუჯას ეძახი ეს "ჯუჯაა" რომელიც ხალხს უყვარს და ამ ერთი წაგებით შეურაცყოფაზე არ უნდა გადახვიდეთ. ცოტა დაუკვირდით რას ბჟუტურობთ.
?
08 მაისი 2019 14:10
5
ერთი გვარდისაც ატკინე ლივერპულ დაუკარგა ფეხბურთს ხიბლი....ტიკი-ტაკა კარგად ბრძანდებოდე....ასე და ამგვარად....ფეხბურთი სანახაობაა...ბურთის პროცენტი არსად დაგეკარგოთ....ოხ ლივერპულ მაგრა გაასწორე
...ბარსა მხოლოდ მესია ფეხბურთელი და ცოდოა ხავი ინიესტას გარეშე....გაათრიეთ დემბელე,კოუტინიო,ალბა და პირველ რიგში ვალვერდე
კლოპი ლუზერია?!
08 მაისი 2019 02:06
9
გულს ნუ გაიტეხთ ბარსას “ფანებო” ლივერპული დიდი გუნდია, ეს არაფერი. კარგად მოემზადებიან და მერე მოიგებენ.
Zaza
08 მაისი 2019 01:16
8
რა არის ეს ვენდის რეკლამა რა უბედურებაა... სულ შემჯავრდა ეგ ფირმა და თქვენ საიტზეც უხალისოდ შემოვდივარ, ყოველ გადასვლაზე რამდენიმე წამი ველოდებით როდის მორჩება რეკლამა... საიტის მკითხველებიც გაგვითვალისწინეთ, შემოსავალი კი გჭირდებათ მაგრამ მკითხველის კომფორტზეც იზრუნეთ,
soso
08 მაისი 2019 16:22
0
კლოპი ბარსელონას ჩაძინებას ელოდა და იდეალურად გამოიყენა შანსი. წინა თამაშიდან სწორი დასკვნები გამოიტანა, ვეინალდუმით შემოყვანით ნახევარდაცვა გააძლიერა, მესიმაც გუნდის ლიდერობა ვერ იტვირთა და ეგ იყო. ლივერპულის ერთადერთი სუსტი წერტილი მანე იყო, მაგრამ მისი საქმე ორიგიმ გააკეთა. მოკლედ, ნამდვილად არ ველოდი ლივერპულის ჯადოქრობის, მაგრამ მთავარია ფეხბურთმა იზეიმა
:))))
08 მაისი 2019 01:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული