ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: "ლივერპულის" ლეგენდარული ქამბექი "ბარსელონასთან"! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
7 მაისს, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულმა" 4:0 გაანადგურა "ბარსელონა" და ფინალში გავიდა.

პირველი მატჩის წაგების (0:3) შემდეგ "ლივერპული" თითქოს უშანსოდ იყო, მით უმეტეს, ტრავმების გამო წამყვანი თავდამსხმელები - სალაჰი და ფირმინო ვერ დაეხმარებოდნენ. თუმცა, მერსისაიდელები იხტიბარს მაინც არ იტეხდნენ და სასწაულის იმედი ჰქონდათ. მოახდინეს კიდეც.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს და ორიჯიმ, რომელმაც "ნიუკასლთან" მატჩში სალაჰი შეცვალა და გოლიც გაიტანა, ანგარიში გახსნა. სტუმრებმა კი ამის შემდეგ ინიციატივა ხელთ იგდეს და მეტოქის კარზე იერიშების მიტანა დაიწყეს. მომენტებიც შექმნეს - მესისა და
კოუტინიოს დარტყმული ბურთები ალისონმა მოიგერია. მერე ტერ შტეგენმა რობერტსონს არ დაანება გოლის გატანა. ტაიმის დასასრულს მესიმ ალბა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ გოლკიპერმა დუელი მოუგო და "ლივერპულმა" პირველი ტაიმი 1:0 მოიგო.

შესვენების შემდეგ რობერტსონის ნაცვლად შეცვლაზე ვეინალდუმი შევიდა და სასწაული მოახდინა - 2 გოლი გაიტანა. ის შეცვლაზე შესული პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ნახევარფინალში დუბლი შეასრულა. ორი მატჩის ჯამში ანგარიში გათანაბრდა. 79-ე წუთზე კი კუთხურის ჩაწოდებისას კატალონიური გუნდის მცველებს "ჩაეძინათ" და ორიგიმ ბურთს ტერ შტეგენის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

დარჩენილ დროში "ბლაუგრანამ" თამაშის გადასარჩენად ვერაფერი მოიმოქმედა და ტურნირს გამოეთიშა.

"ლივერპული" ზედიზედ მეორედ გავიდა ამ ტურნირის ფინალში, "ბარსელონამ" კი ზედიზედ მეორედ გაანიავა პლეი-ოფში სამგოლიანი ფორა.

"ლივერპული" მეცხრედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში - უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "რეალს" (16), "მილანს" (11) და "ბაიერნს" (10) აქვთ.

კლოპი მეოთხე წელია "ლივერპულის" მწვრთნელია და მესამედ გაიყვანა ევროტურნირების ფინალში: 2016 წელს ევროპა ლიგაზე "სევილიასთან" 1:3 დამარცხდნენ, ხოლო 2018 წელს ასევე 1:3 ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან".

2013 წლის შემდეგ პირველად, ფინალში ესპანეთის ვერც ერთი გუნდი ვერ გავიდა. აქამდე ლა ლიგის გუნდებმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგეს ტურნირი.

მცველმა ალეკსანდერ-არნოლდმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, სულ კი ამ სეზონში ყველა ტურნირზე 14 საგოლე პასი მიითვალა - ყველაზე მეტი თავისი გუნდიდან.

სალაჰს ტრიბუნაზე მაისური ეცვა წარწერით - "არასოდეს არ დანებდე".

მეკარე ალისონმა მიჯრით მეორე სეზონში არ მისცა "ბარსელონას" შემდეგ ეტაპზე გასვლის საშუალება. შეგახსენებთ, გასულ წელს ის "რომას" ღირსებას იცავდა, რომელმაც "ბარსა" დაამარცხა (1:4, 3:0).

ლივერპული. "ენფილდი". 55 212 მაყურებელი
ლივერპული - ბარსელონა 4:0
გოლები: 1:0 ორიგი (7), 2:0 ვეინალდუმი (54), 3:0 ვეინალდუმი (56), 4:0 ორიგი (79)

ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დეიკი, რობერტსონი (ვეინალდუმი 46), ფაბინიო, მილნერი, ჰენდერსონი, მანე, შაქირი (სტარიჯი 90), ორიგი (გომესი 85)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ლანგლე, პიკე, ალბა, სერხი რობერტო, ბუსკეტსი, ვიდალი (არტური 74),  რაკიტიჩი, კოუტინიო (სემედო 60), სუარესი, მესი

altრა ხდებოდა "ლივერპულის" გასახდელში "ბარსელონასთან" მოგების შემდეგ [VIDEO]

altფაბინიო: მესი? თავს მთელი გუნდით ვიცავდით, ჩვენი სიცოცხლე მოედანზე დავტოვეთ

altლუის სუარესი: ეს ყველაფერი ამის გამო მოხდა...

altჟორჟინიო ვეინალდუმი: კლოპზე გაბრაზებული ვიყავი, რადგან სასტარტოში არ დამაყენა

altიურგენ კლოპი: ბიჭებს ვუთხარი - "ქამბექი შეუძლებელია, მაგრამ არა თქვენთვის"

altჟოზეპ ბარტომეუ: მეოთხე გოლს ვერ ავხსნი - ხვალ მოვიფიქრებთ, რა ვქნათ

altერნესტო ვალვერდე: გადაგვიარეს - არ ვიცი, ეს ჩემზე როგორ იმოქმედებს

altჟოზე მოურინიოს პროგნოზმა არ გაუმართლა და კლოპის სიდიადე აღიარა

მკითხველის კომენტარები / 81 /
"ლივერპული ბარსელონას სუპერმარკეტი" სად დაიკარგა?
ნეიმარის მამა
08 მაისი 2019 01:34
6
სიმართლე გითხრათ არცერთის გულშემატკივარი არ ვარ, მაგრამ ფაქტია თანამედროვე ფეხბურთი კარგად ორგანიზებულ შოუს დაემსგავსა, სადაც დიდი ფული ტრიალებს. ამ ბოლო პერიოდში იმდენი წარმოუდგენელი ქამბექი ვიხილეთ, რაც საფეხბურთო სამყაროს არ ახსოვს(ამ დონის მატჩებს ვგულისხმობ) ასე ვთქვათ ზედმეტად სისტემატიური ხასიათი მიიღო, რაც ნამდვილად კითხვის ნიშნებს ბადებს. პასუხი და არგუმენტი კი ერთია, "ფეხბურთში ყველაფერი ხდება, რადგან ბურთი მრგვალია" ერთი ქართველებისთვის არ დამრგავალებულა ჯერ. საქმე ისე მიდის მალე UEFA-ს და მის დამქაშებს ოსკარს გადასცემენ კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის.
nika
08 მაისი 2019 17:44
8
ჰოო მაფია ტრიალობს
:)
08 მაისი 2019 19:19
1
რეალის პანებს საერტოდ რა გაქვტ სალაპარაკო? რეალი რო ბარსას ოპიციალური ბულკია დაგავიწყდატ? აქ კიდევ ვიგაც მილანის პანი გამოხტა, ტქვენ რაგა გინდატ საერტოდ? გინდა გიტხრა ტქვენ სად ხატრტ? ტქვენ ხარტ იუვეს ოპიციალური ბულკები და სად ხარტ კი იციტ კარგად.დ.დ.
barsa
08 მაისი 2019 14:54
5
მილანიც(წნორის) არ წააგებდა 0:4.
ozeki.
08 მაისი 2019 11:57
2
მე არც ერთის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ფაქტია რომ ფეხბურთი გაფარჩაკდა
sane
08 მაისი 2019 09:44
17
სანამ ბარსელონა წესიერ მწვრთნელს არ მოიყვანს ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს :(( წესიერი შეტევის წამოწყება უჭირს გუნდს რადგან ძირითადად დაცვით თამაშს ანიჭებს ვალვერდე უპირატესობას და კიდევ არ აყენებს ფეხბურთელებს იქ სადაც საჭიროა. ერთხელ არუცდია რომ კოუტინიო ნახევარდაცვაში ათამაშოს სადაც მისიადგილია შემტევებს კიდე სკამზე სვამს :)) დღეს ბევრი კარგი მომენტი ჰქონდათ ბიჭებს რაც სამწუხაროდ ვერ გამოიყენეს მაგრამ ჩემიაზრით კლოპის პროფესიონალიზმთან ვალვერდე ახლოსაც კი არ არის :(( სამწუხაროა რომ წავაგეთ მაგრამ ეხლა აღარაფერი არ ეშველება ვულოცავ ლივერპულის ფანებს დაიმსახურეთ გამარჯვება უდავოდ
T.k
08 მაისი 2019 01:24
3
ლივერპულმა ითამაშა მაგრად, მაგრამ იმაზე მაგრად ითამაშა ვიდრე სიტიმ ტოტენჰემთან? ისიც არის რომ თამაშობ ისე რის საშუალებასაც მოწინააღმდეგე გაძლევს. ბარსამ დღეს კიდევ ერთხელ ჩააგდო - ბარსა იყო თუ ოსასუნა? 4:0 ნებისმიერ გუნდთან ძნელია და ბარსა მითუმეტეს არ არის ასეთი კატეგორია. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ბარსა : პსჟ და რომა : ბარსა და ახლა ეს თამაში . . . 1 კვირაში გუნდის ასეთი ცვლილება და უუნარობა ცოტა არადამაჯერებლად მეჩვენება.
???
08 მაისი 2019 02:08
11
საწყენია, უცხო პლანეტელს რომ ეთამაშა აუცილებლად მოიგებდნენ.
maxo
08 მაისი 2019 01:28
3
ააა თქვენ ბარსას ქომაგებო ჩვენი დაწევა გინდათ რეალის ხომ? ლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგოთ? პირველი შარშან რომასთან, ეხლა ლივერპულთან ნელნელა გვეწევით რაგინდათ :) ეგრე გაააგრძელეთ ბარსა ხომ მაგარია ჰა ჰა ჰა ჰა
პ უ შ ლ ა
08 მაისი 2019 14:04
7
თქვენ ვერ დაგეწევით რეალებო იმიტომ, რომ ძალიან მაგრად ხართ ჩამორჩენილები, თქვენ დაგვეწიეთ ლალიგის მოგებაში.
niko
08 მაისი 2019 14:34
5
ბოლო პერიოდში რაღაც ძალიან ბევრი ქამბექია არა? ))))
ირაკლი
08 მაისი 2019 10:21
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული