ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "აიაქსთან" ნამატჩევს "ტოტენჰემის" მცველმა დენი როუზმა გაამხილა, თუ როგორ დამოძღვრა შეხვედრის წინ გუნდი მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ.
"ლივერპულის" თამაშს" ვუყურეთ. მათ დაამტკიცეს, რომ საფინალო სასტვენამდე არაფერი არაა გადაწყვეტილი. პირველი მატჩის შედეგით გაწბილებულნი დავრჩით. ამ შეხვედრის დებიუტიც წარუმატებელი იყო, თუმცა შესვენების შემდეგ თამაშში დავბრუნდით.
მატჩამდე სასტუმროში პოჩეტინომ "ლივერპულის" ქამბექი შეგვახსენა. გაგვიმართლა და ფინალში გავედით. მოუთმენლად ველით "ლივერპულთან" დაპირისპირებას", - ციტირებს როუზს BBC-ი.