ჟოზე მოურინიო: კლოპი სეზონის საუკეთესო მწვრთნელად არ მიმაჩნია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ის იურგენ კლოპს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად არ თვლის, მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

"ტურნირის მიმდინარეობისას მწვრთნელებიდან ვინ გამაკვირვა ყველაზე მეტად? გამარჯვებული გამარჯვებულია. თუმცა, არ შემიძლია ვთქვა, რომ იურგენმა რაიმეთი გამაკვირვა, რადგან მას დიდი ხანია ვიცნობ. წარუმატებლობის შემდეგ ის არ ნებდება და წინსვლას განაგრძობს. შარშან კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში წააგო, წააგო ინგლისის თასზე, საჩემპიონო რბოლაში ჩამორჩა "მანჩესტერ სიტის", მაგრამ მაინც არ დანებდა. ვერ ვიტყვი, რომ ის სეზონის საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა,
სულ მცირე, ერთ-ერთი საუკეთესო არის"- განაცხადა ჟოზე მოურინიომ.

წლევანდელი პრემიერლიგის სეზონში "ლივერპული" მეორე ადგილზე გავიდა 97 ქულით და მხოლოდ "სიტის" ჩამორჩა. ჩემპიონთა ლიგის ფინალის გზაზე "ბაიერნი", "პორტუ", "ბარსელონა" ჩამოიცილა, ხოლო ფინალში "ტოტენჰემ ჰოთსპურს" მოუგო.

მომზადებულია RT-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული