პსჟ-ის მწვრთნელი: ბენზემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია

AutoSharing Option
"პარი-სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, გერმანელმა თომას ტუხელმა განაცხადა, რომ დიდი ხანია, მადრიდელთა თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას ადევნებს თვალს და მოახლოებულ თამაშში მისი ძალიან ეშინია.

"ის ისე თამაშობს, თითქოს 25 წელია მადრიდის "რეალშია", - დაიწყო ხუმრობით ტუხელმა.

"მე კიდევ ერთხელ ვნახე ის "ლევანტეს" წინააღმდეგ და მინდა გითხრათ, რომ ბენზემა ძალიან საშიშია. ის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია მსოფლიოში.

ის ტოპ-კლასის თავდამსხმელია, მისი დაცვა ძალიან რთულია. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ის მხოლოდ 9 ნომრად არ თამაშობს. ის გადის ფლანგზე, იწევს ქვევით, ის მთელ მოედანზე
მოძრაობს.

ის ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთელია. ქარიმს შესანიშნავი პასები აქვს, კარგად თამაშობს თავით, მეტი რაღა უნდა ვთქვა?" - აღნიშნა თომას ტუხელმა.

პსჟ და მადრიდის "რეალი" დღეს, 18 სექტემბერს დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში. მატჩი პარიზში გაიმართება და ის 23:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული