მიუნხენის "ბაიერნის" ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა. პოლონელმა "ცრვენა ზვეზდასთან" მოგებულ გასვლით შეხვედრაში (6:0) 4 გოლი გაიტანა.
პოკერის შესასრულებლად მას სულ 14 წუთი და 31 წამი დასჭირდა, ასეთ მცირე დროში კი ჩემპიონთა ლიგაზე პოკერი არცერთ ფეხბურთელს არ შეუსრულებია.
აქვე გეტყვით, რომ ლევანდოვსკი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირიცაა. მას 10 გოლი აქვს შეგდებული. მეორე ადგილზე "ზალცბურგის" ფორვარდი ერლინგ ჰალანდია, რომლის ანგარიშზეც 7 შედეგიანი დარტყმაა.