მოურინიო ბურთის მიმწოდებელ ბიჭს გადაეხვია - მან საგოლე შეტევაში მიიღო მონაწილეობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლონდონის "ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო "ტოტენჰემი"-"ოლიმპიაკოსის" მატჩის დროს ბურთის მიმწოდებელ ბიჭს გადაეხვია.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ოლიმპიაკოსი" 2:1-ს იგებდა, რა დროსაც ბურთი აუტში აღმოჩნდა. ბურთის მომწოდებელმა ბიჭმა სწრაფად მიაწოდა ბურთი სერჟ ორიეს, რომელმაც მალევე გადაუგდო ლუკას მოურას, ეს უკანასკნელი კი სწრაფად შეიჭრა ფლანგზე და საჯარიმოში გადაიტანა ბურთი, რომელსაც კეინი დახვდა და გოლი გაიტანა. საბოლოოდ ანგარიში 2:2 გახდა.

56 წლის მოურინიო ბურთის მიმწოდებელ ბიჭთან მივიდა და ჯერ ხელი ჩამოართვა, შემდეგ გადაეხვია მადლობის ნიშნად.

საბოლოოდ, "ტოტენჰემმა" 4:2 მოიგო, "დეზებმა" "ოლიმპიაკოსს" 0:2-დან ამოუქაჩა.
ეს პირველი მატჩი იყო "ტოტენჰემისთვის" ჩემპიონთა ლიგაზე მოურინიოს ხელმძღვანელობით.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ამ ადამიანს აქვს რაღაც, რაც მას მართლა განსაკუთრებულს ხდის :)
საბა
18:46 27-11-2019
0
ყველაზე მაგარი. მინიმუმ ამ საუკუნეში
გიო
17:27 27-11-2019
0

სიახლეები პოპულარული