"იუვენტუსის" მწვრთნელი მაურიციო სარი ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერთან" მატჩის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა.
"როდესაც კლუბის ხელმძღვანელებს პირველად ვესაუბრე, ვკითხე, გასული სეზონის დასასრულს სერია A-ზე მხოლოდ 3 ქულა რატომ აიღეს. ვუთხარი, ეს ცუდი ნიშანია-მეთქი.
ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პატივია. ჩემი გუნდისგან ძლიერ და მიზანმიმართულ ასპარეზობას ველი, რადგან ეს მუდამ ჩვენი მიზანია. მინდა კარგი თამაში ვიხილო, შედეგი კი მეორეხარისხოვანია.
ევროტურნირებზე ჩემმა მოგებათა სერიამ 21 მატჩი შეადგინა. სადღაც წავიკითხე, რომ რეკორდი 22 გამარჯვებაა. ასე რომ, თუ ვერ მოვიგეთ, ფეხბურთელებს დავხოცავ (იცინის)", - ციტირებს სარის Football Italia.
ევროტურნირებზე ჩემმა მოგებათა სერიამ 21 მატჩი შეადგინა. სადღაც წავიკითხე, რომ რეკორდი 22 გამარჯვებაა. ასე რომ, თუ ვერ მოვიგეთ, ფეხბურთელებს დავხოცავ (იცინის)", - ციტირებს სარის Football Italia.