შემტევი ფეხბურთით "ენფილდზე" 0:6 დამარცხდებით - ტრიპიერმა კლოპს უპასუხა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ატლეტიკომ" "ლივერპული" დაამარცხა, რომლის მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, რომ არ ესმის, რატომ არ თამაშობს მეტოქე ნამდვილ ფეხბურთს. მას პასუხი მადრიდული გუნდის ფეხბურთელმა კირან ტრიპიერმა გასცა.

"ზოგიერთს ჰგონია, მხოლოდ დაცვიდან ვთამაშობთ. ასეთი შთაბეჭდილება შეიქმნა "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ. შემტევი ფეხბურთით "ენფილდზე" 0:6 დამარცხდებით.

ჩვენ კონკრეტული გეგმით გავემგზავრეთ და მიზანს მივაღწიეთ. ხალხს შეუძლია, რაც უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მეოთხედფინალში ჩვენ გავედით", - განუცხადა "მირორს" ტრიპიერმა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
მართალია ტრიპიერი,მაგრამ ატლეტიკომ თუ თასი აიღო,მათ გარდა,მსოფლიოში ალბათ არავის გაუხარდება.არ უარვყოფ რომ ატლეტიკო ძალიან ძლიერი გუნდია და ნამდვილი ფეხბურთის თამაშიც შეუძლია,მაგრამ მათი ტაქტიკა,ფეხბურთის პოპულარიზაციას,ხელს ვერ შეუწყობს.
სოსო
13:52 21-03-2020
4
მართალი ხარ ტრიპიერ
სიმეონე
11:46 21-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული