ჩემპიონთა ლიგის ფინალის მსაჯი: "რეალის" გოლი არ უნდა ჩამეთვალა, სამაგიეროდ...

AutoSharing Option
ბრიტანელმა მსაჯმა მარტინ კლატენბურგმა მადრიდის "რეალსა" და "ატლეტიკოს" (1:1, 5:3 პენალტების სერიაში) შორის გამართული 2015-16 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიხსენა.

"სულ მეკითხებიან 2015-16 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. პეპე მუდმივად გაზონზე წვებოდა, მე კი ვფიქრობდი: "ასეთი ძლიერი ბიჭი ასე მგრძნობიარე როგორ უნდა იყოს?!"

ორჯერ ცდილობდა ჩემ მოტყუებას, "ატლეტიკოს" ფეხბურთელი რომ გამეძევებინა. სხვა არბიტრს, შესაძლოა, დაეჯერებინა კიდეც მისთვის, თუმცა მე კარგად მოვემზადე შეხვედრისთვის და პეპეს სათამაშო მანერაც შევისწავლე.

პეპე ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც არ უნდა დაუჯერო. შეიძლება თამაში ადვილი და გასაგები იყოს,
თუმცა ის რაღაც მზაკვრობის გაკეთებას შეეცდება.

იმ მატჩში "რეალი" ანგარიშით 1:0 დაწინაურდა, მაგრამ გოლი მცირე თამაშგარე მდგომარეობაში გაიტანეს. ეს შესვენებისას გავიგეთ, ჩემს ასისტენტს ეს მომენტი გამორჩა.

თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში "ატლეტიკოს" პენალტი დავუდე, როცა პეპემ ფერნანდო ტორესის წინააღმდეგ დაარღვია თამაშის წესები. პეპე გაოცებული იყო და სუფთა ინგლისურით მითხრა: "არანაირი პენალტი არ ყოფილა, მარკ". მე კი ვუპასუხე: "ეს თქვენი პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო". ჩემმა ფრაზამ ის გააჩუმა.

შეიძლება ხალხმა იფიქროს, რომ უცნაურად ჟღერს, რადგან ორი არასწორი გადაწყვეტილება ერთ სწორ გადაწყვეტილებად არ იქცევა. თუმცა მსაჯები ასე არ თვლიან, ფეხბურთელები - კი.

პეპე მუდმივად გეკამათება და მის მატჩებს სჯი, ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო", - უთხრა კლატენბურგმა Daily Mail-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
bavariastan da liverpultan xom msajebis daxmarebis gareshe moigen xon icit
Gaza
27 მაისი 2020 21:46
0
Pepe ra chitic iyo yvelam vicit
Milani
16 მაისი 2020 00:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული