რუმენიგე: მესიზე დევისი იზრუნებს - ის ამ სეზონში არავის დაუჯაბნია

AutoSharing Option
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 19 წლის კანადელი ალფონსო დევისი "ბარსელონას" კაპიტან ლეო მესის მეურვეობას თავს წარმატებით გაართმევს.

"ალფონსომ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ბუნდესლიგის საუკეთესო ახალწვეულად სამართლიანად დაასახელეს.

თუ მესი მის ფლანგზე ითამაშებს, ალფონსო ლეოს მეურვეობაზე იზრუნებს. ეს რთული, მაგრამ საინტერესო ამოცანა იქნება. ამ სეზონში დევისი არავის დაუჯაბნია", - განუცხადა რუმენიგემ Goal-ს.

პორტალ Globe Soccer Awards-ის რეიტინგის მიხედვით, დევისი 2020 წლის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელია.

"ბაიერნისა" და "ბარსელონას" მატჩი 14 აგვისტოს ჩატარდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არ მომწონს რუმენიგეს და მათეუსის ამ რაოდენობით პროგნოზები და კომენტარები, ტოტალიზატორის წისქვილზე წყლის დასხმას ჰგავს, თორემ წესით ამ ბავარიამ ეს ბარსა უნდ შეჭამოს
4
დევისი ძალიან სწრაფია,მაგრამ მესის დაჭერა ერთ კაცს,მით უფრო 19 წლისას,არა მგონია ვინმეს შეეძლოს.თუმცა, თვითონ ბაიერნია ახლანდელ ბარსაზე უკეთ დაკომპლექტებული და უკეთეს ფორმაში
სოსო
09:34 14-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული