ნაგელსმანი: მე და სიმეონე პირველი ტაიმის ბოლოს წავეკიდეთ

AutoSharing Option
"ლაიპციგის" მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანი მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარ მწვრთნელთან მომხდარ კონფლიქტზე საუბრობს.

"ამ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის შესაძლო მოგებაზე არაფრის თქმა არ მინდა. უბრალოდ ბედნიერი ვარ, ნახევარფინალში გავაღწიეთ.

მატჩის შემდეგ სიმეონემ მომილოცა. ამ მოლოცვაში ძალიან გულახდილი იყო. მითხრა, რომ კარგი მატჩი იყო და შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. შესვენების დროს წავეკიდეთ, მაგრამ ეს სერიოზული არ იყო. სიმეონე შესანიშნავი მწვრთნელია, რომელსაც გამარჯვება გასახდელ ოთახში შესვლამდეც სურს.

მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. მინდა აღვნიშნო, რომ მას შთამბეჭდავ მწვრთნელად მივიჩნევ. ასე რომ, ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს."
- ციტირებს მწვრთნელს goal.com-ი.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული