თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" მატჩს ესტონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" მატჩს ესტონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, - იტყობინება თბილისის "დინამო" თავისი "ფეისბუქის" გვერდით.

"19 აგვისტოს დინამო თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრას თბილისში გამართავს. ჩვენი გუნდი ალბანურ ტირანას დინამო არენაზე უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას ესტონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება.

მთავარი არბიტრი 40 წლის როომერ ტარაევი გახლავთ. მას ასისტენტობას ნეემე ნეემლაიდი და სანდერ საგა გაუწევენ. მეოთხე მსაჯი კარლს კოპელი იქნება".

მკითხველის კომენტარები / 1 /
მთავარია ამხ. ფიფია იყოს კარგად და ვიღაც ესტონელი მსაჯი რას დაგვაკლებს ენვერ ხოჯებთან ერთად.ასე არაა?
დ.დ.
02:27 15-08-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული