სეტიენი: დამამცირებლად დავმარცხდით - პიკე რაღაცაში მართალია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" სამარცხვინო მარცხის (2:8) შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელი კიკე სეტიენი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

"ეს დაუჯერებლად მტკივნეული წაგებაა. დამამცირებელი დამარცხება. ძალიან ბევრი გოლი გავიდა. "ბაიერნი" ძალიან ეფექტური იყო და უბრალოდ დაგვჯაბნა.

ახლა ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, გავაგრძელებ მუშაობას თუ არა. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამ მარცხის გათვალისწინებით სიტუაციის გააზრებაა საჭირო.

პიკეს ნათქვამს არ ჩავუღრმავდები. მე აქ 6 თუ 8 თვეა რაც ვარ, მაგრამ ის რაღაცაში მართალია. ახლა ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ და მხოლოდ დასკვნების გამოტანა დაგვრჩენია", - ციტირებს სეტიენს El
Chiringuito.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ამ მატჩის შემდეგ კიდევ დარჩენა გინდა? შენს ადგილას ბარსას მწვრთნელობას კი არა საერთოდ ფეხბურთს აღარ ვუყურებდი.
დავით 67
03:02 15-08-2020
3
სასწრაფოდ გამოსაძიებელია წუხანდელი თამაში. ვინ ვისი კავშირია და ვის აწყობდა ბარსას ეს უბედურება, ამის დადგენა და გამოძიება მხოლოდ ნ.გ-ს და ე.კ-ს შეუძლია. ჩართეთ ეს ქართველი გამომძიებელ-ჟურნალისტები საქმეში და სიმართლეს 2 დღეში გამოამზეურებენ. სასწრაფოდ!!!
ნ.მ
05:42 15-08-2020
11

სიახლეები პოპულარული