ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" სამარცხვინო მარცხის (2:8) შემდეგ "ბარსელონას" მწვრთნელი კიკე სეტიენი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
"ეს დაუჯერებლად მტკივნეული წაგებაა. დამამცირებელი დამარცხება. ძალიან ბევრი გოლი გავიდა. "ბაიერნი" ძალიან ეფექტური იყო და უბრალოდ დაგვჯაბნა.
ახლა ძალიან ადრეა იმაზე საუბარი, გავაგრძელებ მუშაობას თუ არა. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამ მარცხის გათვალისწინებით სიტუაციის გააზრებაა საჭირო.
პიკეს ნათქვამს არ ჩავუღრმავდები. მე აქ 6 თუ 8 თვეა რაც ვარ, მაგრამ ის რაღაცაში მართალია. ახლა ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ და მხოლოდ დასკვნების გამოტანა დაგვრჩენია", - ციტირებს სეტიენს El
Chiringuito.
პიკეს ნათქვამს არ ჩავუღრმავდები. მე აქ 6 თუ 8 თვეა რაც ვარ, მაგრამ ის რაღაცაში მართალია. ახლა ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ და მხოლოდ დასკვნების გამოტანა დაგვრჩენია", - ციტირებს სეტიენს El