Goal.com: გვარდიოლა ლიგიდან შამანების წყევლის გამო გავარდა [PHOTO]

AutoSharing Option
ბრიტანული გამოცემა Goal.com-მა ხოსეპ გვარდიოლასა და მისი "მანჩესტერ სიტის" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნა აფრიკულ წყევლას დააბრალა, რისი მიზეზიც მწვრთნელის მიერ იაია ტურეს მიმართ ჩადენილი ცოდვაა.

მისტიკური ვერსია ჯერ კიდევ 2018 წელს იაია ტურეს რუსმა აგენტმა დმიტრი სელიუკმა გაახმოვანა, რომლის თქმითაც, აფრიკელი შამანები გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის მოგების უფლებას არ მისცემდნენ.

"ღმერთი ყველაფერს ხედავს. როგორ მოექცა ადამიანი იაიას, კლუბის ლეგენდას, რომელსაც სხვადასხვა ყალბი მიზეზით მოედანზე გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა.

გვარდიოლამ მის წინააღმდეგ მთელი აფრიკა განაწყო, ამ კონტიტენტის ბევრი წარმომადგენელი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგი გახდა.

ასევე, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი აფრიკელი შამანი გვარდიოლას ჩემპიონთა ლიგის მოგების საშუალებას არ მისცემს. ეს პეპისთვის აფრიკული წყევლა იქნება. ცხოვრება აჩვენებს, მართალი ვარ თუ არა,"- განაცხადა სელიუკმა 2 წლის წინ და ქვემოთ მოცემული კარიკატურაც თან დაურთო.

Sportall.Ge


დღეს, 16 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩში "სიტის" მარცხის შემდეგ სელიუკმა კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

"იცით, არ მინდა ამ თემაზე საუბარი. ერთადერთი რამ, რასაც ვიტყვი ის არის, რომ ყველა ადამიანი, ვინც ჩემს ფეხბურთელებს უსამართლოდ ექცევა, სამაგიეროს აუცილებლად იღებს.

ასე რომ, როგორც კატა ლეოპოლდი ამბობდა, "მოდით, მეგობრულად ვიცხოვროთ." რასაკვირველია, თუ პრობლემები არ გსურთ."

რთული სათქმელია, ურევია თუ არა შამანებს ხელი "სიტის" წარუმატებლობაში, თუმცა ის კი ნათელია, რომ გვარდიოლას მანჩესტერულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება კი არა, ნახევარფინალიც კი სანატრელი გაუხდა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კი მაგრამ, ინგლისშიც აფრიკაა?
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
16 აგვისტო 2020 19:48
3
ვაიმეეე, რა გაბრაზებულია ამაშია საქმე? ერთადერთი რეალთან და იუვესთან მოუვიდა ეტყობა იაღლიში, რომ ვერ დაეხმარა.
pa.
16 აგვისტო 2020 15:56
1
აი ხომ გითხარით "ამაშია საქმე" შამანებთან დაძვრებათქო და აჰა სურათიც გამოჩნდა სადაც ამაშია რიტუალებს ასრულებს. ეხლაც არ გჯერათ?
????
16 აგვისტო 2020 14:44
2
ამაშია, არ გრცხვენია რას უკეთებ მაგ საწყალ თოჯინას? რომელი შამანების კლასტერიდან ხარ?
siti
16 აგვისტო 2020 15:54
1
სელუკს გაუხსნა
emre
16 აგვისტო 2020 13:40
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული