პსჟ-ის პრეზიდენტი: ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლაიპციგის" დამარცხების (3:0) შემდეგ სიხარული ვერ დამალა პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ელ-ჰელაიფმა.

"ეს ისტორიული საღამოა. ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გავედით. ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს.

წინ ფინალია. თითქოს სიზმარია. იმედია, ეს სიზმარი გაგრძელდება. ის დღევანდელ საღამოს არ უნდა დასრულდეს. მეტი არ ვიცი, რა ვთქვა.

თქვენ იცით, რომ ჩემთვის გულშემატკივრები მნიშვნელოვანნი არიან. ისინი აქ არ არიან, მაგრამ ვიცი, ჩვენთან არიან. ჩვენ დიდი ხანია ველოდებით ამ გამარჯვებას, ამ ისტორიულ საღამოს. ეს თქვენთვის, ფანებო. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ამასთან ახლოს ვართ.

ფეხბურთელებს
ვუთხარი: "დღეს შესანიშნავი მატჩი ჩაატარეთ, მაგრამ არ უნდა შევჩერდეთ, ჩვენ ფინალში გამარჯვება გვინდა", - განუცხადა ელ-ჰელაიფმა "ეკიპს".

მკითხველის კომენტარები / 2 /
წელს ნამდვილად კარგი გუნდია პსჟ, მაგრამ ფინალამდე რომელიმე გრანდს არ შეხვედრია. თუ ბაიერნი გავიდა ფინალში, ნამდვილად ზღვა გამოცდილება აქვს და ჩემი აზრით, მისი დამარცხება გაუჭირდება
????
11:09 19-08-2020
0
რთული მისიაა მაგრამ შესრულებადი
წარამტებები
12:29 19-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული