მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლიონს" 3:0 მოუგო და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ფინალში გავიდა.
ფრანგებმა რიგიანი წინააღმდეგობა ბავარიულ გრანდს მხოლოდ პირველ გაშვებულ გოლამდე გაუწიეს. მას შემდეგ თამაშს "ბაიერნი" აკონტროლებდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე "ლიონმაც" მწვავედ შეუტია.
ანგარიში მე-18 წუთზე სერჟ გნაბრიმ გახსნა - რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და აუღებლად დაურტყა ენტონი ლოპეშს. გნაბრიმ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა - ლევანდოვსკიმ საოცარი პოზიციიდან ვერ გაიტანა, გარემარბმა კი დამატებაზე ყველას აჯობა. გერმანელებმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს.
მეორე ტაიმში გოლის გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა 88-ე წუთემდე ვერცერთი მომენტის გამოყენება ვერ შეძლეს. მატჩის საფინალო სასტვენამდე 2 წუთით ადრე კი ლევანდოვსკიმ გოლი გაიტანა - კიმიხის ჩაწოდებულ ბურთზე თავით ითამაშა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 3:0.
ლისაბონი. "ხოსე ალვალადე"
ბაიერნი - ლიონი 3:0
გნაბრი 1:0, 2:0, (18, 33), ლევანდოვსკი (88)
ფინალში კი გერმანელებს გაცილებით ძლიერი მეტოქე - "პარი სენ ჟერმენი" ელოდებათ.
პსჟმ მინდა მოიგოს, პირველი მაინც პირველია. გერმანელებს ოხრად აქვთ.