"ბაიერნის" მცველი: მესის მატჩის შემდეგ მაისური ვთხოვე...

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა კანადელმა ფეხბურთელმა ალფონსო დევისმა განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური მატჩის შემდეგ "ბარსელონას" ვარსკვლავ ლიონელ მესის მაისური სთხოვა, თუმცა ხელცარიელი დარჩა.

"ლეოს მაისური ვთხოვე, თუმცა, მგონია, ცოტა უხასიათოდ იყო... არა უშავს, ყველაფერი ნორმალურადაა. იმედი მაქვს, შემდეგ ჯერზე უარს არ მეტყვის", - განაცხადა 19 წლის ჩრდილოამერიკელმა.

მიუხედავად იმისა, რომ მესის მაისურის გარეშე დარჩა, დევისს სანუგეშოდ 8:2-იც ეყოფა. ამასთანავე, მისი გუნდი უკვე გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში პსჟ-ს დაუპირისპირდება.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 16 /
იმას თუ რონალდოთი მოიხსენიებ, ეს რატოა ქონდრისკაცი, ისე ადამიანობა და ფეხბურთელობა სიმაღლით არ იზომება.
Ebl
20 აგვისტო 2020 14:28
1
1.71 სიმაღლეში მესი. ქონდრისკაცი სულაც არაა. კი, საშუალოზე დაბალია, მაგრამ არა ქონდრისკაცი.
გენა
20 აგვისტო 2020 15:42
1
გგგგგ-ს, უეფას აკრძალული აქვს მაისურების გაცვლა პანდემიის დროს, ამ პატარა ბიჭს დაავიწყდა ალბათ რომ არ შეიძლებოდა და სთხოვა
ქომაგი
20 აგვისტო 2020 13:40
5
მართალი ბრძანდებით. მესიმაც სწორედ ეს უთხრა კანადელს - როგორ არ გრცხვენიათ ახალგაზრდავ, რომ ჯანმოს და უეფას ერთობლივ რეკომენდაციებს ასე უგულებელჰყოფთო. მე კი არ მეზარება მაისურის ჩუქება, მაგრამ ჯანმრთელობაა მთავარი და არც ის მინდა რომ შემდეგ თამაშში ამის გამო დისკვალიფიკაცია მოგცენო.
ასე იყო ზუსტად
20 აგვისტო 2020 14:28
0
რონალდომ რო არ გაუცვალა ისლანდიის ნაკრების წევრს ერთი ამბავი ატეხეთ მესისტებმა ეხლა თქვენი ქონდრისკაცი რო იგივეს აკეთებს რაღაცნაირათ გაამართლეთ აბა გელოდებით
გგგგგ
20 აგვისტო 2020 12:27
32
ოეეეეეე....
ზეზვა
20 აგვისტო 2020 13:31
5
მაგ ქონდრისკაცის კვერცხადაც არ ღირხარ
gio
21 აგვისტო 2020 01:11
0
ბაიერნის ფანი ვარ, ბარსელონა მაგარი მკიდია, მაგრამ მესის რა შეუკიკინეთ, მეტი ვერავინ ნახეთ ვინც ჩაიჯვა იმ თამაშში? ამდენი წელია ქაჩა ეს გუნდი მესიმ და ძალიან ბევრი ლამაზი თამაშიც უჩუქებია გულშემატკივრისთვის ამდენი წლის მანძილზე
karantini
20 აგვისტო 2020 19:13
5
ვინც მესის "ცუდად" ახსენებთ ყველა ხართ, ან რეალის ან მარადონასი ან როლანდოს ფან კლუბიდან. ხო 'მოიოხეთ' გული ეხლა დაშოშმინდით, დაწყნარდით და დაეშვით მიწაზე, თორემ ამდენი ღვარძლების ნთხევისგან, უკვე ძალიან ცუდად გამოიყურებით.
levani
20 აგვისტო 2020 16:53
7
მესიმ მაგ მატჩში მშვენივრად ითამაშა, ბევრი მომენტიც შექმნა. ბარსელონას წარუმატებლობა ყველას ბრალია მის გარდა. ხოლო ბარსელონას წარმატება, კარგახანია მხოლოდ მესის ზურგზეა. ბაიერნის გულშემატკივრობა რეალობის დანახვაში ხელს არ მიშლის.
არკადი
20 აგვისტო 2020 21:17
0
მესი მთელი თამაში ტყუილა დადიოდა და შერცხვა მშრალი მაისური რომ გაეცვალა.
ასეა ეს
20 აგვისტო 2020 16:14
9
რა ნამუსით სთხოვე მერე მაისური მადლობა თქვი რო არ შემოგილაწუნა... ისე მესის უნდა ეთხოვა შენთვის მაისურის გაცვლა იმ შედეგიდან გამომდინარე... ხა ხა ხა 8-2 ოოოო ბარსაა
reali
20 აგვისტო 2020 14:08
7
მგონი ახლა ის დროა, რომ დევისს აქეთ ეხვეწებოდნენ მაისურის გაცვლას, იმდენად მაგარია ეს დევისი.
20 აგვისტო 2020 15:43
5
ბოლო ექვსი წელია ბართომეუ უგინებს არ გაიტანოო მესის და ლიგა არ მოიგოო ანა ასეა ეს მარა ზატო ხეტაფეს და ლეგანესს კი უტანს რა გინდა თქვა
გგგგგ
20 აგვისტო 2020 14:14
6

სიახლეები პოპულარული