„დორტმუნდმა“ გასვლაზე 3:0 მოუგო ბრიუგეს“. დუბლი 20 წლის ჰოლანმა შეასრულა. მან ტურნირზე 11 მატჩში 14 გოლი გაიტანა. სულ მის ანგარიშზე „დორტმუნდში“ 28 მატჩში 26 გოლია.
„ბარსელონამ“ სახლში 2:1 სძლია კიევის „დინამოს“, რომელსაც კორონავირუსის გამო 13 ფეხბურთელი აკლდა. მესიმ ევროტურნირებზე 150-ე შეხვედრა ჩაატარა და 121-ე გოლი გაიტანა. მასზე მეტი მხოლოდ რონალდოს აქვს გატანილი - 133.
„იუვენტუსმა“ სტუმრად 2:0 დაამარცხა „ფერენცვაროში“. მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლაშა დვალმა. 82-ე წუთზე მორიგი შეცდომა დაუშვა მეკარე
დიბუშმა, დიბალას ცარიელ კარში დარტყმული ბურთის მოგერიება დვალმა სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, ფეხი წაარტყა და ავტოგოლი ჩაეთვალა. დუბლი მორატამ შეასრულა. რონალდო ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-18 სეზონს ატარებს.
კაცნაკლულმა "სევილიამ" თამაში" შემოუტრიალა სახლში "კრასნოდარს".
"ლაიპციგი" საკუთარ მოედანზე აგებდა პსჟ-სთან, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებას მიაღწია.
E ჯგუფი
ლონდონი. "სტემფორდ "ბრიჯი"
ჩელსი - რენი 3:0
გოლები: 1:0 ვერნერი (10, პენ), 2:0 ვერნერი (41, პენ), 3:0 აბრაჰამი (50)
გაძევება: ენრიკე (40, რენი)
სევილია - კრასნოდარი
გოლები:0:1 სულეიმანოვი (17), 0:2 ბერგი (21), 1:2 რაკიტიჩი (42), 2:2 ელ-ნესირი (69), 3:2 ელ-ნესირი (72)
გაძევება: ნავასი (45+4, სევილია)
ბრიუგე. "იან ბლეიდელი"
ბრიუგე - დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 ტ. აზარი (14), 0:2 ჰოლანი (18), 0:3 ჰოლანი (32)
ზენიტი - ლაციო 1:1
გოლები: ეროხინი (32),1:1 კაისედო (82)
ბარსელონა. "კამპ ნოუ"
ბარსელონა - დინამო (კ) 2:1
გოლები: 1:0 მესი (5, პენ), 2:0 პიკე (65), 2:1 ციგანკოვი (75)
ფერენცვაროში - იუვენტუსი 1:4
გოლები: 0:1 მორატა (7), 0:2 მორატა (60), 0:3 დიბალა (72), 0:4 დვალი (82, საკ. კარში), 1:4 ბოლი (90)
ლაიპციგი. "რედ ბული".
ლაიპციგი - პსჟ 2:1
გოლები: 0:1 დი მარია (6), 1:1 ნკუნკუ (41), 2:1 ფორსბერგი (57, პენ)
გაძევება: გუიე (69, პსჟ)
ისტანბული - მანჩესტერი 2:1
გოლები: 1:0 ბა (12), 2:0 ვისკა (40), 2:1 მარსიალი (43)
კარებში ჩაჭრა თუ მეკარეს შეუშალა ხელი????ბურთს ხაზი თითქმის გადაკვეთილი ქონდა...