კუმანი: პირველი ტაიმი რომ 2:1 დასრულებულიყო, სხვანაირი თამაში იქნებოდა

AutoSharing Option
პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ (1:1) პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ისაუბრა.

"ჩვენ ტურნირს ვტოვებთ, ეს კი სპორტში მთავარია. თუმცა კარგი შეგრძნება გვაქვს. მეტოქისთვის ცხოვრების გართულების შანსი გვქონდა.

პსჟ-ს პირველ ტაიმში ვაჯობეთ, დაცვაში სარისკო ინდივიდუალური მეურვეობა გამოვიყენეთ. პირველ ტაიმში მეტს ვიმსახურებდით, თუნდაც 2:1-ს. მაშინ მეორე ტაიმი სხვანაირი იქნებოდა.

მოწინააღმდეგემ პირველი შეხვედრა მაგრად ჩაატარა, ჩვენ კი ეს ვერ მოვახერხეთ. მათ 4 გოლი გაიტანეს, ჩვენ - 1. უზარმაზარი სხვაობაა.

გუნდის გაკრიტიკება არასწორი იქნება, ფეხბურთელები სერიოზულად გამოიფიტნენ. არც გაგვიმართლა და პსჟ-ის
მეკარე მოედანზე საუკეთესო იყო. შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ", - ციტირებს კუმანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნამუსი არა აქვს კუმანს, სწორედ მას მიუძღვის ბრალი კლუბის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბარსადან სუარესის გაგდებასა და საერთოდ უაზროდ განხორციელებულ ტრასფერებში.
ზურა
13:51 11-03-2021
0
პირველი ტაიმის ანგარიში მხოლოდ შედეგია იმ გაუგებარი მსვლელობებისა რაც გუნდში სეზონის დასაწყიში განხორციელდა და რაშიც პრეზიდენტთან ერთად კუმანსაც მიუძღვის ბრალი, კერძოდ კუმანი რომ გონივრულად მოქცეულიყო სუარესი გუნდში დარჩებოდა, უაზრო ტრანსფერები კი არ განხორციელდებოდა და ბარსაც მიმდინარე სეზონში უფრო წარმატებული იქნებოდა. ისე მესის გუნდში ყოფნით რა თანხები იჭრება? იმიტომაა რომ ვერ ელევიან...
ზურა
12:07 11-03-2021
0

სიახლეები პოპულარული