კუმანი: პირველი ტაიმი რომ 2:1 დასრულებულიყო, სხვანაირი თამაში იქნებოდა

AutoSharing Option
პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ (1:1) პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ისაუბრა.

"ჩვენ ტურნირს ვტოვებთ, ეს კი სპორტში მთავარია. თუმცა კარგი შეგრძნება გვაქვს. მეტოქისთვის ცხოვრების გართულების შანსი გვქონდა.

პსჟ-ს პირველ ტაიმში ვაჯობეთ, დაცვაში სარისკო ინდივიდუალური მეურვეობა გამოვიყენეთ. პირველ ტაიმში მეტს ვიმსახურებდით, თუნდაც 2:1-ს. მაშინ მეორე ტაიმი სხვანაირი იქნებოდა.

მოწინააღმდეგემ პირველი შეხვედრა მაგრად ჩაატარა, ჩვენ კი ეს ვერ მოვახერხეთ. მათ 4 გოლი გაიტანეს, ჩვენ - 1. უზარმაზარი სხვაობაა.

გუნდის გაკრიტიკება არასწორი იქნება, ფეხბურთელები სერიოზულად გამოიფიტნენ. არც გაგვიმართლა და პსჟ-ის
მეკარე მოედანზე საუკეთესო იყო. შანსები გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ", - ციტირებს კუმანს "მარკა".

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბებიაჩემი რომ ბაბუაჩემი ყოფილიყო...
superman
11:46 11-03-2021
1
ნამუსი არა აქვს კუმანს, სწორედ მას მიუძღვის ბრალი კლუბის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ბარსადან სუარესის გაგდებასა და საერთოდ უაზროდ განხორციელებულ ტრასფერებში.
ზურა
13:51 11-03-2021
0

სიახლეები პოპულარული