ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 19 მარტს, ნიონში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა. მეოთხედფინალურ ეტაპზე 8 გუნდი წარდგა. ესენი გახლავთ: "რეალი" (ესპანეთი), "მანჩესტერ სიტი" (ინგლისი), "ლივერპული" (ინგლისი), "ჩელსი" (ინგლისი), "ბაიერნი" (გერმანია), "დორტმუნდი" (გერმანია), "პარი სენ ჟერმენი" (საფრანგეთი), "პორტუ" (პორტუგალია).

კენჭისყრის მიხედვით ერთმანეთს შეხვდებიან:

1. "მანჩესტერ სიტი" -"დორტმუნდი"

2. "პორტუ" - "ჩელსი"

3. "ბაიერნი" - "პარი სენ ჟერმენი"

4. "რეალი" - "ლივერპული"

მეოთხედფინალში გამარჯვებული გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: 1-3 და 2-4.

შეგახსენებთ, მეოთხედფინალური შეხვედრები 6-7 და 13-14 აპრილს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ლივერპულს თუ გავცდით ფინალში ვართ, ხოლო რეალი ფინალებს არ აგებს როგორც მოგეხსენებათ
მეგრელი
19 მარტი 2021 16:16
19
ჩელსი არ ჩამოწეროთ, ატლეტიკოს უშანსოდ მოუგო.
dd
19 მარტი 2021 17:22
3
არბიტრის რეალს როგორც ყოველთვის "უმართლებს", 3 მთავარი ფავორიტი - სიტი, პსჟ და ბაიერნი ფინალამდე არ შეხვდება, ყოჩაღ პერეს!
გიორგი
19 მარტი 2021 17:09
3
ეს რაიონის გუნდები (ბაიერნის გარდა) რეალთან რა მოსატანი იყო საერთოდ. და ბარსას ვინ დაეჯახა?
მეგრელი
20 მარტი 2021 02:44
0
რეალი თუ არასტაბილურია, ლივერპულზე რაღა უნდა ვთქვათ?!
აწი ლოკოს ფანი
19 მარტი 2021 15:49
1
ბავარია ჩემპიონი
luka
19 მარტი 2021 17:21
10
რეალი-სიტი დაიხატა ფინალი ჩემი აზრით
anz
19 მარტი 2021 16:36
14
სიტ-ლივერპული მეგობარო.
alex
19 მარტი 2021 17:35
12
ინგლისურ კლუბებს გაუმართლა. ვან დაიკის არ ყოლაში ცოტა ლივერპულს გაუჭირდება, მაგრამ მგონია არასტაბილურ რეალს ეგენიც მოუგებენ. მგონი ნახევარფინალებაი გვეყოლება ბაიერნი და სამი ინგლისური გუნდი. (თუ პორტუმ მორიგი სასწაული არ შემიგვთავაზა)

ინგლისელებს გაუმართლათ
19 მარტი 2021 15:21
19
კომენტარი არ შემიფასებია, მაგრამ არასტაბილური რეალი თუ ახსენეთ, ლივერპულის სტაბილურობა სად ნახეთ ბოლო დროს? ჩემი აზრით ეს რეალი დღევანდელ ლივერპულს ბევრად ჯობია.(მით უმეტეს რეალის ბოლო თამაშიდან გამომდინარე)
emigranti
19 მარტი 2021 21:01
0
2 დისლაიქის პატრონმა ახსნას მისი ქმედება, საინტერესოა ძალიან
thomas
19 მარტი 2021 15:50
4
ფავორიტები ერთმანეთს დაეჯახნენ!!!
tngh
19 მარტი 2021 17:45
1
დორტმუნდს ფინალში ვხედავ
მერაბი
19 მარტი 2021 16:04
13
პსჟ ლიგას მოიგებს ალბათ.
ქუთაისელი
19 მარტი 2021 17:08
15
ნახევარფინალში ვიხილავთ 3 ინგლისურ გუნდს,მეოთხე ალბათ პსჟ
კახი კახა
19 მარტი 2021 18:37
30
ბაიერნი ბამბას პენტავს?
iuri
19 მარტი 2021 20:56
2
საბედნიეროდ ვერცერთი ინგლისური კლუბი ვერ გავა ნახევარფინალში მაქსიმუმ ჩელსი გავიდეს ჰადაჰა,გვარდიოლა ლუზერია ბარსას იქით ჰაალანდი მოუყომარებს,ლივერპულს დედ-მამა დაეხოცა რეალი ხოდზეა,ჩელსი/პორტუ 50/50,ბაიერნი/პსჟ 60/40,ჩემდა სამწუხაროდ რეალი ფინალშია,იქიდან ვინც გავა ალალია ლიგა
მარაზმი
19 მარტი 2021 21:21
5
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული